Პირბადის რეგულაციის მოხსნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
Როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა (naec.ge) განაცხადა, გამოსაცდელებს უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც რეგისტრაციის მსვლელობისას, ასევე გამოცდის მიმდინარეობისას. Ჩვენ, აბიტურიენტები, მოვითხოვთ აღნიშნული რეგულაციის მოხსნას შემდგომი მიზეზების გამო:
•ზაფხულის ტემპერატურის გათვალისწინებით არაკომფორტულია პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, რადგან სიცხე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
•მაღალი ტემპერატურის გამო პირბადე ხელს უშლის გამოსაცდელს გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სრულყოფილ აზროვნებაში. Რთულია 3-4საათის მანძილზე პირბადის მუდმივი ტარება და დისკომფორტში ყოფნა, მაშინ როდესაც საქმე ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
•რადგანაც მოქმედებს სოციალური დისტანციის რეგულაცია, არ უნდა იყოს პირბადის ტარება მოთხოვნადი. Ამასთან ერთად, 2019/20წლის აბიტურიენტებს არ შეეხოთ მოცემული შეზღუდვა და ნიღბის გარეშე, შედარებით კომფორტულ პირობებში ჩატარდა გამოცდები.
Ადამიანურობისა და ლოგიკურობის საფუძველზე კვლავ მოვუწოდებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს, გამოიჩინონ შემწყნარებლობა და დაგვიშვან გამოცდებზე უპირბადოდ. (Წერისას მაინც)
Მადლობა ყურადღებისათვის.
Ეთერ კოწოწაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.