გიორგი შარაბიძე უკანონო პატიმარია ! არა ჩადებას !

მოკლედ მინდა გაცნობოთ იმ ძალადობრივი ზეწოლის შესახებ რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში პოლიციის მხრიდან ხორციელდება  - არჩილ და გიორგი შარაბიძეების მიმართ.
2016 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, არჩილ შარაბიძეს სამართალდამცველებმა მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება. მიზეზად დაასახელეს მხოლოდ ის ფაქტორი, რომ უბრალოდ ის იყო წარსულში ნასამართლევი (თუმცა არასამართლიანად). უნდა ავღნიშნო, რომ ძმები არ არიან კრიმინალურ ან პოლიტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული/ასოცირებული პირები და დაკავებული არიან ჯანმრთელი, სპორტული ცხოვრებით. სამწუხაროდ არჩილს და გიორგის მოუწიათ ქვეყნის დატოვება პოლიციის არაადეკვატური მუქარისგან თავის ასარიდებლად.
4 თვის შემდგომ, როდესაც ბიჭები დაბრუნდენ საქართველოში, კვლავ გაგრძელდა მათზე ზეწოლა - ამჯერად უფრო აგრესიული ფორმით. განმეორებით ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნაზე ამჯერად ძმებისგან უარი მიიღეს, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ ჩადენილი.
დამუქრების მიზნით, მეორე დილას, სახლიდან გასული გიორგი შარაბიძე, ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე დააკავა ექვსმა პოლიციელმა. გიორგის დაჭერით და ნარკოტიკის ჩადებით, აჩიკოს წაუყენეს პირობა დაეტოვებინა ქვეყანა, რის შედეგადაც მოხდებოდა მისი გათავისუფლება. რადგან გიორგი პოლიციას ფაქტობრივად მძევლად ჰყავდა აყვანილი, იმავე ღამით აჩიკომ ადვოკატის თანხლებით დატოვა ქვეყანა.
აჩიკოს გამგზავრების შესაბამისად გიორგი გაათავისუფლეს (20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ). მას ჩაუტარდა დნმ-ის ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა რომ: „გიორგი შარაბიძეს არ ჰქონია შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებასთან და არც მისი ქურთუკის ჯიბეში აღმოჩნდა ნარკოტიკის კვალი.“
11 თვიანი სასამართლო პროცესების შედეგად, 2018 წლის 27 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძემ არაფრად ჩააგდო დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა, 2 მოწმის ჩვენება და მხოლოდ 2 მატყუარა პოლიციელის ცრუ ჩვენების საფუძველზე მოულოდნელად გიორგი შარაბიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა!
ჩემი მოყოლილი დღევანდელი რეჟიმის ერთერთი ეფექტური მაგალითია. თუ სისტემა არათუ როგორ ვერ ახერხებს ყოფილი მსჯავრდებულების გარემოსთან ადაპტაციას, არამედ ფარული, ძალადობრივი ზეწოლით უმახინჯებს აწმყო სოციალურ სტატუსს და მომავალს.
ამასობაში შსს, პროკურატურა, სასამართლო, იუსტიცია etc. დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ და ვერ აკონტროლებენ კვლავ ”მენტური” მენტალიტეტის, 90-იანი წლების შთამომავალი სამართალდამცველების დამოუკიდებელ მოქმედებას.
არჩილ შარაბიძე ქვეყნიდან უკანონოდ გაძევებული, გიორგი შარაბიძე კი უკანონო პატიმარია!
გიორგი 21 ე დღეა შიმშილობს და არის კრიტიკულად მძიმე მდგომარებაში . 

ვისაც ამ უსამართლობაზე გული შეგტკივათ და იზიარებთ ჩვენს საშინელ მდგომარებას გთხოვთ ხელმოწერით დააფიქსიროთ თქვენი აზრი .

#არაჩადებას