ჩვენც გვათქმევინეთ
ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების, ჩვენი შვილების გადარჩენის და ღირსეული მომავლისათვის, მივმართავთ საქართველოს თითოეულ გონიერ მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა: ქვეყანა ვეღარ გაუძლებს უსაგნო რყევებს და რევოლუციებს. შედეგი იმაზე სავალალო იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. შეწყდეს ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, შეწყდეს ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ვემზადოთ მომავალი კანონიერი არჩევნებისთვის, რათა ბოლოს და ბოლოს დავამტკიცოთ, რომ უძველესი კულტურისა და დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული სახელმწიფო ვართ.
ქვეყნის მთავრობისგან მოვითხოვთ:
• სასწრაფოდ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება დავით სარალიძისა და სხვა ახალგაზრდების საქმეზე, რომელთა მიმართ საზოგადოების მხრიდან თუნდაც იოტისოდენა ეჭვი ჩნდება. გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, რაც მომავალში აგვაცილებს მსგავს განუკითხაობას;
• გაიწმინდოს სასამართლო და პროკურატურა საეჭვო სუბიექტებისაგან, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი გამოძიება;
• სასწრაფოდ აღიკვეთოს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი არეულობა და სახელმწიფოს დამხობის მცდელობა, რისი უტყუარი ნიშნებიც ცალსახად სახეზეა და შექმნილ ვითარებაში, ამორალური და ქვეყნის ღალატის ტოლფასია;
• სასწრაფოდ გამოიძიონ მათ მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ, რისი დაკვეთაც სახელმწიფოსადმი საზოგადოების მხრიდან წლებია უყურადღებოდ რჩება, თავს მოხვეული კოჰაბიტაციის სახელით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს
ქვეყანაში ნაცმოძრაობის და ყველა მისი სატელიტი და მფარველი პარტიის კანონგარეშედ გამოცხადების და აკრძალვის მოთხოვნით!
TIVI
ზურიკო - TIVI დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |