კინოთეატრი ზუგდიდს

მოგესალმებით ყველას, ვინც იმ აზრის გარშემო ხართ შეკრებილები, რომ ქალაქ ზუგდიდს დაუბრუნდეს კინოთეატრი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, სადაც შეიძლებოდა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა, ის ასევე იყო, არის და იქნება შემეცნებითი და გასართობი. ერთდროულად ბიზნესიც და ხელოვნებაც. ის აერთიანებდა დიდსა და პატარას. შშმპ და არა შშმ პირებს, ამდენად, კინოს მიმართ ინტერესი განუსაზღვრელად დიდი იყო და მისი ჩანაცვლება გართობის თვალსაზრისით ჩვენმა ქალაქმა ვერაფრით მოახერხა.

კინო, არა მხოლოდ გასართობია. მას უდიდესი ზეგავლენის, პროპაგანდის, აღზრდის და შემეცნების ფუნქციაც აქვს, რომელიც ჯანსაღად იმოქმედებს ახალგაზრდებზე, როგორც მენტალური, ასევე კულტურული თვალსაზრისით, და შევძლებთ, რომ მოწყენილობისა და უმოქმედობისგან გზასაცდენილ თაობაზე ვიმოქმედოთ დადებითად და ასევე, ხელი შევუშალოთ ახალგაზრდების მიგრაციას ქალაქიდან.

ჩვენი პეტიცია ყოველნაირად აპოლიტიკურია, გთხოვთ (!!!) დაგვიბრუნეთ კინოთეატრი, როგორც გართობის, მეგობრების წრეში დროის გატარების და სხვა უამრავი ნაცნობების და უცნობების შეკრების კულტურული კერა. როგორც დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის ესთეტიკური სიამოვნება.

 

მივმართავთ თხოვნით ქალაქ ზუგდიდს მერიას და უშუალოდ ბატონ გიორგი შენგელიას, გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროს ამ კარგი საქმის რეალიზაციაში. 

 

მადლობა

 

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ Kókà H. Nàtchkèbia შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...