მოქალაქეების პეტიცია ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად

პეტიცია მომზადებულია ევროპული საქართველოს მიერ

ვითხოვთ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნებას

ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოქალაქეების უნებართვოდ 650 მლნ ლარი დააგროვა საპენსიო ფონდში. მთავრობა ამბობდა, რომ ეს თანხა „შავი დღისთვის“ იყო გადადებული. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ან არ ჰქონდა დანაზოგი, ან ის უკვე უმთავრდება, კორონა ვირუსის კრიზისის გამო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მისცეს საქართველოს მოქალაქეებს უფლება, დაიბრუნონ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა, რაც დასაქმებულ ადამიანზე საშუალოდ 500 ლარს უდრის, ხოლო დამსაქმებელს თითოეულ დასაქმებულზე საშუალოდ 225 ლარის დაბრუნება შეეძლება.

ვითხოვთ გადასახადებისშემცირება

ამ რთულ ვითარებაში, თუ მოქალაქეებსა და მეწარმეებს საგადასახადო წნეხი არ შეუმცირდა, საქართველოში უფრო მეტი სამუშაო დაიკარგება, ბევრად მეტი მეწარმე გაკოტრდება, ბევრად მეტი ოჯახი აღმოჩნდება სიღარიბის და შიმშილის საფრთხის წინაშე. ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს პრობლემები ყველაზე აისახება და საფრთხეში ჩააგდებს გაჭირვებულ მოქალაქეებსა და საშუალოს კლასს.

ამ მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად აუცილებელია გადასახადების დაწევა, რასაც მთავრობა არ აკეთებს.

მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას:

- მომავალი ოთხი თვის მანძილზე გაათავისუფლოს ადამიანები საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო შემდეგ 10%-მდე შეამციროს აღნიშნული გადასახადი;

- 25%-ით შეამციროს აქციზის გადასახადი საწვავზე;

- ყველასთვის, და არა მხოლოდ ცალკეული სექტორებისთვის, გააუქმოს ქონების გადასახადი;

- შეცვალოს დღგ-ს გადასახადი და დაბეგროს მხოლოდ გაყიდული საქონელი;

ვითხოვთ სრულფასოვან და სამართლიან დახმარებას ყველასთვის

როგორც სტიქიური უბედურების დროს, ახლაც, კორონა ვირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გადასატანად, აუცილებელია, სახელმწიფო დაეხმაროს ყველას, მდიდარი მოქალაქეების გარდა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებისა და საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოზიდვის გზით, აუნაზღაუროს ხელფასის ან დანაკლისის 50% მათ, ვინც ოფიციალურად მუშაოდა და კრიზისის დროს დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ ადამიანებმა, მათ შორის საშუალო კლასმა, შეძლონ თავიანთი ოჯახების რჩენა და მათზე დამოკიდებული სხვა მოქალაქეების დახმარება.

მთავრობამ დახმარების გასაცემად მუშაობის დადასტურება მოსთხოვა თვითდასაქმებულ ადამიანებს, რაც მათ უდიდეს ნაწილს დახმარების გარეშე დატოვებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ეს აბსურდული მოთხოვნა და დახმარება გამოუყოს ყველას, მათ შორის თვითდასაქმებულებს, პენსიონერებს ერთჯერადად 400 ლარით და დამატებით 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერით.


ევროპული საქართველო    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

By signing, I authorize ევროპული საქართველო to hand over the information I provide on this form to those who have power on this issue.

We will not display your email address publicly online.

We will not display your email address publicly online.








ფასიანი რეკლამა

We will advertise this petition to 3000 people.

Learn more...