პეტიცია:ლადო არ არის კრიმინალი..ყველამ მოვაწეროთ ხელი.დავეხმაროთ ლადოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მცხოვრებთა კოლექტიური შუამდგომლობა.
გთხოვთ, სასამართლოს მიერ ლადო ჯალაღონიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა შეცვალოთ არასაპატიმრო ღონისძიებით. მისი საპატიმროში ყოფნა დაამძიმებს ისედაც რთულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ლადო ჯალაღონია არის შშმ პირი, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზით და შესაბამისად ვერ უწევს კონტროლს საკუთარ თავს. იგი არ არის საშიში პიროვნება,ამ ხნის განმავლობაში მას არ გამოუვლენია აგრესია საზოგადოებისადმი, პირიქით ყველასადმი კაეთილგანწყობილი ურთიერთობით გამოირჩევა.
ლადო დამოუკიდებლად თავს ვერ უვლის. არ შეუძლია თავის მოწესრიგება,ვერ იცავს ჰიგიენის წესებს. აქვს გამოხატული მეტყველების დარღვევა, არ შეუძლია ყოფითი ამბის გადმოცემა, აღენიშნება პანიკური შიში დახურული სივრცისადმი. მის დიაგნოზ - მძიმე გონებრივ ჩამორჩენილობას თანერთვის ეპილეფსიის დაავადება, რომელიც არა ერთხელ დამართნია.
Goga Tsirgaia დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
აღნიშნული პეტიციის ავტორმა დახურა პეტიცია. |