აწსუ’ს ონლაინ გამოცდების ცვლილება

მოგესალმებით! როგორც ვიცით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე გავიარეთ შუალედური გამოცდები, იმას ვერ ვიტყვით, რომ ამ ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, რადგან იყო სხვადქსხვა შინაარსის პრობლემები, რამაც დიდი გავლენა იქონია ქულებზე, მაგრამ რადგან შუალედური გამოცდა იყო ზოგიერთ მათგანზე თვალი დავხუჭეთ, თუმცა ახლა საქმე ეხება ფინალურ გამოცდას, სადაც 1 ქულა ან 1 წუთიც კი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია სტუდენტის კარიერაში. საგამოცდო ცენტრის მიერ შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც გამართული პრაქტიკულად არ არის და სტუდენტთა უმრავლესობა ისევ დადგა გარკვეული პრობლემების წინაშე. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგ მათგანს არააქვს კომპიუტერთან წვდომა, ზოგს აქვს მაღალი ხარისხის კომპიუტერი და პროგრამა ვერ წვდება მას, ზოგთან პირიქით. გაჩნდა უამრავი შეკითხა, რაზეც პასუხი არავის არააქვს. ჩვენ დაზღვეულები არ ვართ იმისგან რომ ეს სისტემა გამართული იქნება პროგრამულად, რადგან ამის გარანტიას პრაქტიკულად ვერავინ ვერ გვაძლევს. ამიტომ სტუდენტთა უმრავლესობა გავერთიანდით და მივედით იმ საერთო აზრამდე, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის! ეს გამოიწვევს ფატალურ შედეგს. გვირჩევნია გამოცდა ჩატარდეს ისე, როგორაც ვართ მიჩვეული და რაც უკვე დატესტილია და გამართლებულია, რადგან არ მოხდეს სტუდენტების გაყოფა, ამაში ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილი იძულებულია დაწეროს განცხადება და შუა ზაფხულში მივიდეს აუდიტორიაში და ყოველგვარი შეღავათების გარეშე დაწეროს გამოცდა რთულ პირობებში. (დამეთანხმებით, რომ მზიან ამინდში პირბადე, ხელთათმანი და ყოველგავარი ვენტილაციის გარეშე, სტუდენტი სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სტრესთან ერთად, ფიზიკურადაც დაისტრესება), ამიტომ გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდით და შეძლებისდაგვარად დავიცვათ სამართლიანობა და ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე დავასრულოთ ეს სასწავლო წელი. თუ ერთად ვიქმენით ყველაფერს შევძლებთ!
გისურვებთ წარმატებებს!


აწსუ’ს სტუდენტები    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.