გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მოვითხოვთ, გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე (როგორც ლექციების, ასევე სემინარების) რიგი მიზეზთა გამო:

1.დღესდღეობით საქართველოში კორონა ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. არსებობს საშიშროება კარანტინის ხელთავიდან გამოცხადების.

2.როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტების 70% მორიგეობს კლინიკებში და უმრავლესობა მკურნალობს დაინფიცირებულ ადამიანს. თქვენი გადაწყვეტილებით ისინი უნდა დაესწრნონ  სემინარს იმ ბავშვებთან ერთად, რომელთა ერთი ნაწილი ფეხმძიმედ არის, მეორე ნაწილს სახლში რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი ყავს, მესამე ნაწილს კი ბევრი კონტაქტი აქვს, რაც ისევ წრეზე გვატრიალებს.

3.ჩვენთვის ცნობილი არის რომ, ჯგუფები იყოფიან. თუმცა დაზღვეული არც აქ ვართ რადგან გვასწავლის ერთი ლექტორი. შესაბამისად თავისუფლად შეძლება წყარო იყოს ჯგუფის ერთი წევრი, მან გადადოს ლექტორს, ლექტორმა კი მეორე ჯგუფს.

4.ასევე თქვენი გადაწყვეტილებით, უნდა ვიაროთ კლინიკებში. იქ სადაც ძალიან ბევრი პაციენტია, დაქვეითებული იმუნიტეტით. ახალგაზრდების უმრავლესობას ეს ვირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვს, მაშასადამე არც სიცხე აქვს. კლინიკაში შესვლამდე თერმოსკრინინგი არ არის ყველა შემთხვევაში გამოსავალი. 

საფრთხეს გვიქმნით არა მარტო ჩვენ, სტუდენტებს, არამედ პაციენტებსაც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, ჩვენთან სამკურნალოდ მოვიდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმკურნალობთ მათ? თუ პირიქით?

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ანა ნიჟარაძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...