მოირეცხოს გზები ზღვის უბანში
ზღვის უბნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით 3 მკ. რაიონში, ცენტრალური და შიდა, ქუჩებს შორის გამავალი გზები არის უკიდურესად დაბინძურებული. განსაკუთრებით ეს გამოწვეულია დასუფთავების მანქანებიდან ჩამოსული სითხით რომელიც ჩამჯდარია ასფალტის ზედაპირზე და არ ირეცხება წვიმის მოსვლით. ასევე დიდი პრობლემაა ნაგვის ურნებთან დიდი ხნის განმავლობაში ჩარჩენილი და გაფუჭებული ნარჩენები. დიდი ხანია ამ გზებზე შეიმჩნევა მკვეთრად გამოხატული არასასიამოვნო სუნი და რაც ყველაზე მთავარია ეს გახლავთ უამრავი ბაქტერიის და ინფექციის საბუდარი, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, როდესაც ასე აუცილებელია ჰიგიენის დაცვა ყველგან. გარკვეულ ადგილებში დაბინძურება, და სუნი ყველა ზღვარს სცილდება.
სამწუხაროდ პანდემიის დასაწყისში როდესაც მოხდა თბილისში ქუჩების მორეცხვა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური თხოვნებისა და დაპირებისა ზღვის უბანი არ მოხვდა გასუფთავებული უბნების სიაში.
ნებისმიერი ქალაქის, ნებისმიერი უბნისთვის სირცხვილია ასეთი ადგილების არსებობა.ზღვის უბანი არ არის ცენტრალური უბანი, ამის გამო არ უნდა მოხდეს აქ არსებული პრობლემების იგნორირება.
მოვითხოვთ გაითვალისწინოთ არსებული გარემოება და განახორციელოთ ზღვის უბნის ტერიტორიის მორეცხვა _ ჰიგიენური დამუშავება.ასევე,
გამოიცვალოს უკვე მწყობრიდან გამოსული სანაგვე ურნები.
ნონა ბალავაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.