პეტიცია "გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების" წიგნის დაბეჭდვის მხარდასაჭერად
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, საქართველოში გეოინფირმაციული სისტემების ქართულენოვანი ლიტერატურის დეფიციტია, რაც მკვეთრად აფერხებს ინტელექტუალური GIS-ის განვითარებას.
პროფსორი ზურაბ ლაოშვილის მიერ შეიქმნა არაჩვეულებრივი, მრავლისმომცველი და მაღალი დონის წიგნი"გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები", სადაც მოცემულია ის ძირითადი საბაზისო ცოდნა, რომელიც გისის წარმოებისთვის არის აუცილებელი. ნაშრომი განკუთვნილია ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებული პირებისა და მასში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
ახლა საჭიროა მისი დაბეჭდვა განხორციელდეს. ამისათვის გამომცემლობას ჭირდება GIS-ის მომხმარებელთა საორიენტაციო რაოდენობის დაფიქსირება.
თუ ხართ GIS-ის მომხმარებელი და თვლით, რომ აღნიშნული წიგნი წაადგება თქვენს პროფესიულ საქმიანობას, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი.
ანა ირემაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.