საკმარისია უმუშევართა დაბრმავება, დამუნჯება, დაყრუება!!!
ვითხოვთ მალე მოხდეს ამ პეტიციაზე სახელმწიფო უწყებისგან რეაგირება როგორც ხდება სხვა ქვეყნებში სადაც სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია მთავრობას ხალხის მიმართ. ის ფულადი დახმარება, რომელსაც იღებს საქართველო სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორც კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიო მხარდაჭერა დროა ჩვენამდე მოვიდეს ეს თანხები!!!
ყველასთვის ცნობილია Covid-19 პანდემიის პერიოდში 2020წლის მარტიდან ყველაფერი გაჩერდა და გაუარესდა მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის ვინც ვართ:
- უმუშევრად დარჩენილები პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ (არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ყველა უმუშევარია)
- მარტოხელა დედები, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოსგან რაიმე სახის დამხარება და სტატუსი "მარტოხელა დედის"
- ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეები რომლებსაც არ ეკუთვნის სახელმწიფოსგან რაიმე სახის პენსია.
- თვით დასაქმებულები რომლებიც არსად არიან ფიქსირებულნი რაიმე დოკუმენტაციით.
- ვისაც არ აქვთ სოციალური დახმარება სახელმწიფოსგან.
ანი პაპელიშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.