საქართველოს კანონში შვილად აყვანის შესახებ შესწორების შეტანის შესახებ

კანონში არის მუხლი 65, სადაც მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის შეკრება, გამოქვეყნება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამჟღავნება, გამშვილებლის, მშვილებლებისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია. ჩვენი პეტიზიის მიზანია ამ მუხლის ცვლილება, ვინაიდან საქართველოში ხდებოდა ( ალბათ ეხლაც ხდება) უკანონდოდ ბავშვების გაშვილება ე.წ. „ვაჭრობა:“ და გაყიდული ბავშვებისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია მისი წარმომავლობის შესახებ,  აღმზრდელი მშობლებიც არ ეუბნევიან სიმართლეს მისი წარმომავლობის შესახებ, ამის გამო არიან მუდამ იმის შიშში რომ დაოჯახების შემდგომ არ მოხდეს სისხლის არევა, მისი შვილების  ბიოლოგიური მშობლების ნათსავებზე დაწორწინება, (არც ისე იშვიათია მსგავსი შემთხვევები).  ეძებენ სხვადასხვა გზებით თავიანთ წარმომავლობას და უმეტეს შემთხვევაში უიმედოდ, არ იციან ვინ არიან და საიდან მოდის მათი წარმომავლობა. არის პრეცენდენტი საზღვარგარეთის ქვეყნებში რომ აღმზრდელ მშობლებს კანონი ავალდებულებს, რომ მის  აღზრდილ შვილს თავიდანვე უთხრან სიმართლე მათი წარმომავლობის შესახებ. ყოველოვე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ რონ აღნიშნულ მუხლის დაემატოს პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად. შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის შეკრება, სრულწლოვან ნაშვილებს მიეცეს საშუალება მის შესახებ დაცული ინფორმაცია იყოს მისთვის ხელმისაწვდომი.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ნატალია ღონღაძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...