ჩატარდეს გამოცდები შერეული ფორმატით!

ჩვენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვითხოვთ შერეული ფორმატით გამოცდების ჩატარებას, მათ შორის ფინალური გამოცდების!
შემდეგი მიზეზების გამო:
1. სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში მათთვის პრობლემატური იქნება ქალაქში ჩამოსვლა, მოკლე ვადაში ბინის მოძებნა და ა.შ
2. მძიმე პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე უნივერსიტეტში გამოცდების დაწერა დიდი რისკის ქვეშ გვაგდებს თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ოჯახის წევრებს და მათ, შორის ყველაზე მეტად ასაკოვან ოჯახის წევრებს რომლებსაც აქვთ დამატებით მწვავე ქრონიკული დაავადებები.
3. როდესაც მთელი წელი სტუდენტი საგანს სწავლობს ონლაინ ფორმატში რაც არც ისეთი ეფექტურია, როგორიც აუდიტორიული სწავლება სწორად არ მიგვაჩნია სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოგვთხოვოთ.

ჩვენ ვითხოვთ სამართლიან,თანასწორ და კეთილსინდისიერ მიდგომას უნივერსიტეტისგან,
ჩაატარეთ გამოცდები ისე რომ ნებისმიერ სტუდენტს ქონდეს საშუალება თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტოს როგორი ფორმატი აირჩიოს!

იმედი გვაქვს რომ ყველა სტუდენტი განურჩევლად ფაკულტეტისა დაგვიდგება გვერდში და ჩვენთან ერთად გააპროტესტებს ამ უსამართლობას!

პატივისცემით ჩვენი სკოლის სტუდენტები

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ჩვენ, სტუდენტები შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...