შეწყვიტოს "თელმიკომ" ელექტროენერგიის გადასახადის ხელოვნურად გაბერვა
მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან, კომპანია "თელასის" თბილისის ყველა ელექტროენერგიის მომხმარებელი, ავტომატურად გახდა ახალი კომპანიის "თელმიკოს" აბონენტი.
სემეკმა "თელმიკო 75 000 ლარით, ხოლო "თელასი" 50 000 ლარით დააჯარიმა, ელექტროენერგიის ხელოვნურად გაზრდილი გადასახადების გამო.
თუმცა, მოსახლეობას ივლისი_აგვისტოს თვის გადასახადი, კიდევ გაოთხმაგებული ოდენობით მოუვიდათ. თანხები იმდენად არარეალურია, რომ საზოგადოების აღშფოთება სადაცაა აგრესიაში გადაიზრდება.
მივმართავთ ენერგეტიკის მინისტრს, მიიღოს შესაბამისი ზომები და შეწყდეს მოსახლეობაზე ფინანსური ზეწოლა, ელექტროენერგიის სანაცვლოდ.
ნინო მოსეშვილი , საქართველოს მოქალაქე. ტელ:_ 595017417 დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.