მწვანე პასპორტი

დღესდღეობით აქტუალური თემაა მწვანე პასპორტების გამოყენება ყველა დაწესებულებაში, როგორ ფიქრობთ ზღუდავს თუ არა ადამიანის უფლებებს ეს ყოველივე? გვინდა შემოგთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში.

   მწვანე პასპორტის არსებობა,მისი მექანიზმიდან და მუშაობის ტიპიდან გამომდინარე არ ახდენს კოვიდის პრევენციას. რადგან  ადამიანები რომლებიც ერთად ვერ იყრიან თავს სხვადასხვა კვების ობიექტსა თუ გასართობი ტიპის დაწესებულებაში ეს ადამიანები ერთად მაინც ხვდებიან სხვაგან: ტრანსპორტში, მოლებში, საავადმყოფოებში და ა.შ. კოვიდ პასპორტის არსებობა, როგორც ადამიანის უფლებების, ისე კერძო სექტორის საქმიანობაში უხეში ჩარევაა ხელისუფლების მხრიდან, რაც დაუშვებელია. ბიზნესის მმართველს უნდა ჰქონდეს არჩევანი მისივე დაწესებულებაში შემოუშვას და მოემსახუროს ნებისმიერ ადამიანს(კოვიდ პასპორტიანს თუ კოვიდ პასპორტის არქმონეს) შემდეგ ინდივიდს  აქვს უფლება თავად აირჩიოს დაწესებულება ამ კუთხით. კერძო სექტორმა შეძლებისდაგვარად უნდა გამოყოს გარკვეული სივრცეები და შეიმუშავოს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოახდენს ამ ადამიანების კლასიფიცირებას,მაგალითად, როგორც მწეველთა და არა მწეველთა სივრცეებია დაყოფილი, ამ დროს არ ირღვევა არცერთი ადამიანის უფლება, ისევ მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად დაწესებულება არ დაკარგავს მომხმარებელს. კოვიდ პასპორტის გააქტიურებამ მხოლოდ და მხოლოდ მოიტანა ბიზნესის შეზღუდვა, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით არათუ შემცირდა, არამედ იზრდება კოვიდ დადასტურებულთა ციფრი.ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში იმოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტზე და  ეკონომიკურად დაშლის ქვეყანას.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ რუსა ჯინჯოლავა შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...