მოვითხოვთ კონკრეტული წიგნის გაყიდვიდან ამოღებას

საკუთარი მიკერძოებული აზრების და შეFB_IMG_1644221355837-01.jpegIMG_20220207_121558.jpgIMG_20220207_121216-01.jpegხედულებების ბავშვებისთვის გონებაში თვითნებურად ჩანერგვა, არ შეიძლება, თანაც, საბავშვო მოთხრობების საშუალებით.

მითუმეტეს, ასეთი სექსისტური შეხედულების, ქალების მოტივაციის და შესაძლებლობების შეზღუდვა და ნების თავისუფლების მიკერძოებული აკრძალვა, ნამდვილად არ წარმოადგენს ობიექტურ ღირებულებას.

ყველანაირას ვეცდები ამ წიგნის ტირაჟიდან ამოღებას.

ნამდვილად არ მინდა ჩემმა შვილმა შემთხვევით თუ გამიზნულად ეს რაღაც წაიკითხოს და არასწორი და მიუღებელი შეხედულებები ჩამოუყალიბდეს.

ქალბატონი მანანა კარტოზია თავადვე გახლავთ მწერალი, რედაქტორი და გამომცემელი წიგნისა - "სამი ამბავი", სადაც, როგორც თავად აღნიშნა, თვითნებური ინტერპრეტაციით დაწერა, რომ;

"გოგონებს არ აქვთ მოგზაურობის უფლება"

"გოგონები და ბიჭები ერთად არ უნდა მოგზაურობდნენ"

"დედიკოების მოგზაურობა საერთოდაც სულელურად მთავრდება"

"შვილიანი კენგურუს მოგზაურობა სავალალოდ დასრულდა, რადგან მელია გადაეყარა მათ და კენგურუ რომ ბიჭი ყოფილიყო, სავალალოდ აღარ დასრულდებოდა მათი მოგზაურობა"

"გოგონები სახლში უნდა ელოდნონ მოგზაურ ბიჭებს, რადგან მოსაყოლი ამბავი უნდა ქონდეთ მოგზაურებს და ერთად მოგზაურობის შემთხვევაში მოსაყოლი და საინტერესო არაფერი ექნებათ"

"მხოლოდ ბიჭებს აქვთ მოგზაურობის გამბედაობა" და კიდევ უამრავი ასეთი უმოტივაციო შეგონება..

წიგნის ავტორმა არც ის იცის, რომ უდაბნოში, სადაც წყალი არ არის ხელებს ვერ დაიბანს, თუმცა მაინც მოუწოდებს ისევ და ისევ ბიჭებს, რომ მიუხედავად უწყლოობისა, ხელები მაინც უნდა დაიბანონ... - საინტერესოა რითი....

გაუგებარია, ინტერპრეტაციას რატომ არქმევს შეხედულებებს, რომლებიც ქალის შესაძლებლობებს, ბავშვების მიზნებს და სურვილებს, მოტივაციას უკლავს, ჩაგრავს და პირად აზრს ეფუძნება?

გასაგებია, რომ მწერალს არ აქვთ საკმარისი ცოდნა ამ მხრივ, არც საკმარისი ლოგიკა და თავისუფალი აზროვნება, მაგრამ გაუგებარია, რატომ ჩაუშვა "საბავშვო მოთხრობების სახით" გამოცემული საკუთარი შეხედულებები გაყიდვაში.

ძალიან გინდათ ქალთა თაობები ამ შეხედულებებით აღიზარდონ? - სახლში რომ უნდა იჯდნენ და ცხოვრებაში არაფერი ნახონ,
არაფერს მიაღწიონ,
არ იმოგზაურონ, მხოლოდ ქსოვონ და საჭმელი აკეთონ? - მე ნამდვილად არ მინდა.

ეს არის უპატივცემულობა საკუთარი სქესის, ასევე ორი სქესის ურთიერთდამოკიდებულების დაყოფა პრიორიტეტებად.
იმედი მაქვს მოვაგროვებთ საკმარის ხმებს და ამ წიგნის გაყიდვა შეწყდება.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ დადუ თედორაძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...