გადადგეს ენმ ს თავმჯდომარეობიდან ნიკანორ მელია
ემიგრანტები მივმართავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და პოლიტბიუროს:
გამომდინარე დღევანდელი მოცემულობიდან, დაწყებული ნიკანორ მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევიდან, ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლიდან დღემდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან არ გადადგმულა ქვეყნისათვის სასიკეთოდ არცერთი ნაბიჯი, პოლიტიკური კუთხით, რის შედეგსაც საქართველო და ქართველი ხალხი იმკის დღეს. აუცილებლად მიგვაჩნია რომ ნიკანორ მელია უნდა იქნას გადარჩეული პარტიის თავმჯდომარეობიდან. რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს პარტიის ყრილობა და სწორად შერჩეული დელეგატების მიერ, ღია გამჭვირვალეობის და დემოკრატიულიბის პრინციპით არჩეულ იქნას ახალი ღირსეილი თავმჯდომარე. დარწმუნებულები ვართ ენმ_ს შესწევს ძალა რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს და ამით ვიხსნათ სამშობლო განადგურებისაგან. ემიგრანტებო ყველას ვისაც გჯერათ რომ მელია უნდა გადადგეს გთხოვთ მოაწერეთ ხელი პეტიციას.
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალუსწინებული პოლიტსაბჭოს და პოლიტბიუროს მიერ ჩვენი მოთხოვნა, ემიგრანტები არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მოვუწოდებთ საქართველოში ჩვენებს გამოუცხადონ არჩევნებს ბოიკოტი და არ მიიღონ მონაწილეობა არცერთ აქციაში, რომელსაც დააანონსებს და უხელმძღვანელებს ნიკანორ მელია.
შმაგი ვეფხვაძე, ალექსანდრე კასრელიშვილი. დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.