დედოფლისწყაროს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა
დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეების მიზანია დედოფლისწყაროში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრა. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ძაღლების/ლეკვების მიტოვებაა. ძაღლების უკონტროლო გამრავლების შემდეგ იმდენად იმატებს ძაღლების რაოდენობა, რომ რთულდება ქუჩაში გადაადგილება . დიდ საფრთხეს უქმნიან მიუსაფარი ძაღლები მოსახლეობას - აყენებენ ფიზიკურ ზიანს, ძაღლების შიშისა და ყეფის გამო მოქალაქეებში იმატებს სტრესი, რის გამოც ჩნდება აგრესია ძაღლების მიმართ. ზოგიერთ ლოკაციაზე გავლა შეუძლებელია. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ის სტრატეგია, რომელიც გამოიყენა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად მათი მასობრივად დაჭერის და დახოცვის გარეშე 1. უფასო სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაცია, რაც პოპულაციების მართვის ერთადერთი ჰუმანური მეთოდია. 2. შინაური ცხოველების მიმართ სათანადო მოპყრობისა და ძალადობის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რომლებიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება . ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, მერიას ვთხოვთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისი კატეგორიის ძაღლების იდენტიფიცირებას (კარდაკარ გამოკითხვებით) და მათ სტერილიზაცია/კასტრაციას. ხელის მოწერით თქვენ მხარს გვიჭერთ ამ მიზნის განხორციელებაში
მაია ლაპიაშვილი და მისი მოსწავლეები დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.