დაიკეტოს სავაჭრო ცენტრი "City Mall" 9 საათზე !
გამომდინარე კოვიდრეგულაციებიდან , რომელიც ითვალისწინებს კომენდანტის საათის მოქმედებას 23:00 საათამდე , City mall-ის თანამშრომლები სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ სახლში მისვლას დროულად , რადგან სამუშაო გრაფიკი შეგვიცვალეს 21:30 წუთამდე . თანამშრომლების უმეტესობის საცხოვრებელი ადგილი არის სავაჭრო ცენტრიდან შორს და ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი სახსრებით ყოველდღე სახლში მისასვლელად გამოიყენონ სამარშრუტო ტაქსი , რომელიც არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული .
ამიტომ მოვითხოვთ , რომ City Mall - მა მოგვცეს უფლება დავკეტოთ ობიექტები 21:00 -ზე , სხვა სავაჭრო ცენტრების მსგავსად , რადგან შევძლოთ სახლში მისვლა დამატებითი ხარჯების გარეშე !
City Mall - ის თანამშრომლები დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.