სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა

Quoted post

ნინო

#39 Re:

2013-03-18 09:49

#26: ელენე -

ვეთანხმები... ჯანდაცვის მაგისტრი არ ვარ, მაგრამ ასეთი პეტიციის დასაწერად მეტი დრო, რესურსი და დაფიქრებაა საჭირო. მხოლოდ ემოციებით საქმე არ კეთდება.

Replies


Guest

#41 Re: Re: გიორგი

2013-03-18 10:07:12

#39: ნინო - Re:

ასეთი პეტიციის (მოთხოვნის) დასაწერად საჭიროა მხოლოდ გულისტკივილი ადამიანების მიმართ, კომპიუტერი და ტექსტის ჩამოყალიბება.

რით ვერ გაიგეთ ხალხო, ჩვენ არ ვართ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში, არც იურისტები, არც რომელიმე გრანტიჭამია ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენ! არც დასაქამებას ვითხოვთ მომავალში (თუ შევძელით და მივაღწიეთ ამ მთხოვნის გატანას), არც იდეისთვის ვითხოვთ ვინმესგან ფულს და მითუმეტეს არც დაფინანსება გვინდა!

ამ წუთას საკითხი დგას მხოლოდ ერთი - მივაღწიოთ საჭირო რაოდენობის ხმებს!

ახლა გარჩევა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი, წესდება როგორი უნდა ჰქონდეს, ვინ უნდა მართოს, რა დონეზე უნდა იყოს გამჭვირვალე და ა.შ არის აბსურდი! ჯერ ხმების მოგროვებაა საჭირო, რომ წამოიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა და მერე ვიდავოთ იმაზე როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურად!