ქართული ენის მე-2 კლასის სახელმძღვანელოს კორექტირება

მეორე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოში შეტანილ მასალასთან დაკავშირებით: ყოვლად ვემიჯნებით უცხოელი ავტორების მიერ დაწერილი ისეთი მოთხრობების სწავლებას ბავშვებისთვის როგორებიცაა: შშშშ, მოგზაური მაიმუნები და ლურჯი შუქნიშანი!

1) შშშშ - ამ მოთხრობის შინაარსი შესაძლოა გახდეს ისეთი ბავშვების ბულინგის მიზეზი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ მოტორიკა ჩამოყალიბებული და ყველა ასო-ბგერას გამართულად ვერ წარმოთქვამენ. გარდა ამისა, მოთხრობაში დაშვებულია სულიერი და უსულო საგნის გარჩევის წესიც. კერძოდ, ჩემს შვილს გაუჩნდა შეკითხვა: დედა, შშშშ პოლიციელმა თუ კარადაში შედო და შეინახა, მერე როგორ გამოუშვა, გაცოცხლდა? სულიერი გახდა? - ო. მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ველოდებით ამ კითხვის პასუხს განათლების მინისტრისაგან და წიგნის ავტორებისგან!

 

2) მოგზაური მაიმუნები - მსგავსი უშინაარსო და არაფრის მომცემი ტექსტი არასოდეს წამიკითხავს!

ასევე ვემიჯნებით ამ მოთხობასთან დაკავშირებით მიცემულ დავალებას, სადაც ბავშვებს უნდა შეედარებინათ რუსული მულტფილმისთვის. შეგახსენებთ, რუსეთი ოკუპანტია!

 

3) ლურჯი შუქნიშანი - ეს საერთოდ რა არის?! წიგნის ავტორებს და მათ ვინც ეს წიგნი დაამტკიცა, ჩვენ ვუნთებთ ლურჯ შუქს ყველა შუქნიშანზე და ისინი წავიდნენ ზეცაში!!! ეს ხომ სუიციდისკენ ბიძგებაა?! 

 

მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას სასწავლო პროგრამიდან ამოღებული ზემოთ ჩამოთვლილი "მოთხრობები" - თუ რა თქმა უნდა მოთხრობებად შეიძლება ჩაითვალოს

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ რუსუდან სარალიძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...