გაუქმდეს TKT.GE-ს მონოპოლია ! გაიყიდოს ბილეთები სალაროებსა და სხვა ვებ-გვერდებზეც !

მოვითხოვთ, გაუქმდეს ფეხბურთის ბილეთების გაყიდვის მიმართულებით TKT.GE-სათვის მინიჭებული „ექსკლუზიური უფლება“ ანუ რეალურად მონოპოლია ! ბილეთები კი გაიყიდოს სულ მცირე 2 კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე სალაროებში !

საუკუნეებია ცნობილია, რომ მონოპოლია აუარესებს ხარისხს, წარმოშობს მრავალ უკანონობას, კლავს ბიზნესს და აქრობს სამუშაო ადგილებს. ამის კლასიკური მაგალითია ის გაუგონარი ვაკხანალია და სამარცხვინო მდგომარეობა, რაც საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებითაა შექმნილი, კონკრეტულად კი: 1.      უამრავი შეფერხება მონოპოლისტი კომპანია TKT.GE-ს ვებ გვერდზე; 2.      ბილეთების რიგთან დაკავშირებული, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მანიპულაციები, რაც რიგში ვებ-გვერდზე უფრო გვიან შესული ადამიანების, ადრე შესულებზე გაცილებით წინ აღმოჩენაშიც გამოიხატება; 3.      ბილეთების გაყიდვის დაწყების ვადის არასწორად მითითება. მაგალითად, საქართველო-საბერძნეთის თამაშზე, დაანონსებული იყო, რომ გაყიდვა 23 მარტს, 12 :00 საათზე დაიწყებოდა, თუმცა „რიგის დაკავების“ პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონია. 4.      ერთდაიგივე ადამიანიების (გადამყიდველების) ხელში ათობით ბილეთის აღმოჩენა და შემდგომ ასობით ლარად გაყიდვა, თანაც ეს მაშინ, როცა თითქოსდა ერთ ადამიანს 4 ბილეთზე მეტის შეძენა აკრძალული ჰქონდა. ყოველივე ზემოხსენებული, სულ მცირე კომპანია TKT.GE-სწარმომადგენელთა არაპროფესიონალიზმზე და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ხარჯების გაუმართლებლად დაზოგვაზე მიუთითებს, თუმცა არსებობს საფუძლიანი ეჭვი თაღლითობის მიმართულებითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ მონოპოლია უსამართლოა და აზარალებსყველას, პირველ რიგში კი, ფეხბურთის გულშემატიკვრებს, მომგებიანი კიმხოლოდმონოპოლისტი კომპანიისთვისაა. ნათქვამიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1.       გაუქმდეს კომპანია TKT.GE-სთან გაფორმებული მონოპლისტური ხელშეკრულება; 2.      საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და სხვა გუნდების თამაშის ბილეთები გაიყიდოს სალაროებშიც, ასევე აღნიშნულის უფლება მიენიჭოს სულ მცირე, კიდევ ერთ ან სასურველია მეტ კომპანიას; 3.      სპორტულთან ერთად, მუსიკალური, თეატრალური და სხვა ღონისძიებების ბილეთებიც გაიყიდოს, როგორ შესაბამის სალაროებში, ასევე აღნიშნულის უფლება მიეცეს სულ მციერე 2 და სასურველია მეტ კომპანიას.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

ჩვენ ვაუწყებთ ამ პეტიციას 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...