მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის დაუყოვნებლივი შეცვლა და ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდა
მასწავლებელთა ასოციაცია
2023-01-09 14:57:40მოგესალმებით,
ვქმნით მასწავლებელთა ასოციაციას. გვაქვს ოფისი, გვყავს იურისტები, არის დონორების შესაძლებლობაც. ორგანიზაციის დასაფუძნებლად ვეძებთ გაბედულ, განათლებულ, პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლებს. დაინტერესებულ მასწავლებლებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 557955450
ნათია ბახტაძე
მასწავლებელტა ასოციაცია
2022-12-19 07:44:45მოგესალმებით,
ვქმნით მასწავლებელთა ასოციაციას. გვაქვს ოფისი, იურისტები, არის დონორების შესაძლებლობაც. ვეძებთ გაბედულ, განათლებულ, პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლებს. დაინტერესებული მასწავლებლები დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 557955450
ნათია ბახტაძე
მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის შეცვლა და ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდა
2022-08-17 16:56:19მოგესალმებით,
სექტემბრიდან ვიწყებთ მასწავლებელთა ასოციაციის შექმნას, რომელიც ღიად წამოჭრის მასწავლებელთა პრობლემებს, იმუშავებს მასწავლებელთა მდგომარეობის გასაუმჯობესელ რეფორმებზე, დაამყარებს კავშრებს აშშ-სა და ევროპის მასწავლებელთა ასოციაციებთან, დაგეგმავს მათთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონიძიებებს და ა.შ. ამჟამინდელი პროფკავშირები ვერ ართმევს თავს ისეთი საკითხების მოთხოვნას, როგორიც არის მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, საპენსიო ანაზღაურების ზრდა, მასწავლბელთა სტატუსების დიფერენციაციის რაციონალური დალაგება, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების საკითხები, საგამოცდო მასალების მიზანშეწონილობა და ა.შ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მასწავლებელი ქვეყანაში გახდეს ძლიერი საშუალო ფენა და დაფასებული პროფესია.
მასწავლებლის სამუშაო ურთულესია, ის არამარტო საგნის მასწავლებელია, არამედ უწვევს ბევრი სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს. ამ სამუშაოს პროპორციული ნამდვილად არ არის მასწავლებლის ანაზღაურება. მასწავლებელს არაფერი შეუძლია თავისი ხელფასით, ის არ უქმნის მასწავლებელს გაწეული შრომის პროპორციულ კომპორტს. ვფქირობთ, რომ მასწავლებლის სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 15 საათს, ხოლო ყველთვიური ანაზღაურება უნდა იყოს არანაკლებ 3000 ლარისა. ამიტომ გავააქტიუროთ ხელმოწერები და გავზარდოთ რაოდენობა, რათა დავაყენოთ მასწავლებლის შრომის აღიარების რეალობა.
ნათია ბახტაძე