ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

ალეკო

/ #144 Re: Re: "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"

2013-02-02 21:32

#31: - Re: "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"

მე იმას კი არ ვამბობ რომ ჰესები საერთოდ არ უნდა აშენდეს თქო, ენერგორესურსების გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს, ცხოვრება ჩვენით არ დაწყებულა და არც ჩვენით არ დამთავრდება, ხოლო მომავალი თაობისათვის გადაგვარებული და განადგურებული გარემოს დატოვება არა მგონია სავაჟკაცო და საქებარი საქციელი იყოს.  არც მარტო კომპიუტერიდან და წიგნებიდან ვიცნობ ხევსა და მოხევეებს, ყველა სოფელი ფეხდაფეხ მაქვს დავლილი და  სხვათა შორის თავის დროზე დავწერე კიდეც ყაზბეგის რაიონის განვითარების კონცეფცია, ხევში იმდენი რესურსია რომ, მისი გამოყენება სრულიად მოუხსნის მოხევეებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს,  ამისათვის მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო და თავდაპირველი ინვესტიცია იმისათვის, რომ განვითარდეს არა მარტო ტურიზმი, არამედ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიც, ამავდროულად ხელი შეეწყოს რომ, მოსახლეობას თანაბარი შანსი მიეცეს ამ დარგების განვითარებისათვის.