ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად
Quoted post
Guest |
#2952013-03-05 08:481. სათავე ნაგებობას სჭირდება ექვსი მეტრი სიმაღლის კაშხალი. თუ ეს გაკეთდება, მდ. ჩხერის და გერგეტის ხიდს შორის ადგილი დაიტბორება. როგორც გერგეტის ისე სტეფანწმინდის მხარეს ეს ადგილი გამოზიდვის კონუსია და გეოლოგიურად არამდგრადია, ნაყარი მასა წყლით გაიჟღინთება და შლას დაიწყებს რაც საშიშროებას შეუქმნის მოსახლეობას, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, გამგეობის შენობა და ა.შ. 2. კაშხალთან თერგის მიერ მოტანილი ნალექი დაგროვდება და მდინარის ჭალა საგრძნობლად მაღლა აიწევს. 3. დატბორვის შემთხვევაში გაჩნდება კოღო და სხვა ხევისთვის არადამახასიათებელი მწერები. 4. მდ. ჩხერი (თერგის არყოფნის შემთხვევაში) თავის მიერ ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაიტანს, ამოავსებს თერგის ხეობას, სტეფანწმინდის მხარესთან გაათანაბრდება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. 5. მდ. ყუროს (რუსები რუქაზე ცოფიან ღელედ იხსენიებენ) ათასობით კუბური მეტრი ნაყარი მასა ჩამოაქვს. თერგის არყოფნის შემთხვევაში, ყუროდან ჩამოტანილი ინერტული მასალა თერგის ხეობას ამოავსებს, ასევე თავის სადინარ ხეობას. ყურო, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება, პირველ რიგში, ყუროს უბნის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, შემდეგ ტრანსკავკასიურ გაზსადენებს! გარდა ამისა, სტეფანწმინდის (ყოდანი, ნახერეთი) ისედაც მცირე ტერიტორიან საძოვრებს შეექმნება პრობლემა. ამ ადგილებში ჰესის მშენებლები სალექარის მოწყობას აპირებენ ე.ი. სოფელს საძოვარი აღარ ექნება. 6. დარიალის ხეობის დასაწყისში გავრცელებულია ქაცვის ბუჩქები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს (გვიან შემოდგომით ნაყოფს კრეფენ და თავს ირჩენენ). ქაცვის ბუჩქებზეა დამოკიდებული იშვიათი ფრინველები დიდი კოჭობა და წითელმუცელა ბოლოცეცხლა, რომლებიც მთელ ევროპაში მხოლოდ ყაზბეგში გვხვდება. მათ სანახავად გაზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის. ქაცვის ბუჩქებს უყვარს წყალი, თუ თერგი აღარ იქნება, არც ქაცვი იქნება, აღარც ფრინველები და აღარც ტურისტები. 7. საფრთხე ექმნება ნაკადულის კალმახს, როგორც თერგში, ისე ბროლისწყალში. 8. წყალზეა დამოკიდებული იქ მაცხოვრებელი პატარა ცხოველები, რეპტილიები და ა.შ. 9. დარიალის ხეობა: 1) დარიალიჰესის გვირაბების პორტალის ადგილი არასწორადაა შერჩეული, კერძოდ: ის პირდაპირ მდებარეობს მდ. დევდორაკის და თერგის შეერთების ადგილას. მდ. დევდორაკი სათავეს იღებს მყინვარ დევდორაკიდან. ეს მყინვარი ცნობილია კავკასიაში, როგორც ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბლა მყოფი. იგი შედის დაკიდული მყინვარების რიგში, იმპულსურია, თავის ისტორიაში რამდენჯერმე მოწყვეტილა და კატასტროფა გამოუწვევია. უდიდესი კატასტროფა მოხდა 1832 წელს, როდესაც მოწყვეტილი მყინვარი თავის ქვაღორღიანად მიახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა; ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდ. თერგი გადაკეტა სამი დღის მანძილზე, რომელიც შემდეგ გაარღვია და ვლადიკავკაზი დატბორა, აღსანიშნავია, რომ მოწყვეტილი ყინული შვიდი წლის მანძილზე დნებოდა. ხუთი წლის წინ მდ. დევდორაკმა უამრავი ნალექი ჩამოიტანა, სამხედრო გზა წაიღო და ადამიანიც დაიღუპა. თუ თერგი აღარ იქნება, დევდორაკის მიერ ჩამოტანილი ნალექიც ამოავსებს ხეობას და გზა აღარ იქნება. 10. ხდის წყლის შესართავთან შენდება ულამაზესი მონასტერი... თავად განსჯეთ სამი ჰესის ტყვეობაში მოქცეული რა სანახავი იქნება! 11. ხდის ხეობა ჯერ კიდე სსრკ-ს დროს შეყვანილი იქნა საქართველოს სსრ „წითელ წიგნში.“ ეს არის უნიკალური ხეობა თავისი სილამაზით, ლანდშაფტით, ბიომრავალფეროვნებით, რომელიც უამრავ ტურისტს და ალპინისტს იზიდავს. ამ ხეობაშია იშვიათი „რადეს ფიჭვი“, „დარეს არყი“, ა.შ. ხეობაში ქარი თითქმის არ იცის, ზაფხულობით აქ შეხვდებით უამრავი სახეობის პეპლებს. ხდის ხეობა განთქმულია თავისი საჯიხვეებით. კავკასიონის ამ ენდემს შესანიშნავი პირობები აქვს საცხოვრებლად და გასამრავლებლად. ხდის ხეობა 2012 წლამდე ინარჩუნებდა თავის პირვანდელ სახეს, სანამ ჰესების ბუმში ჩართული ხალხი არ გამოჩნდა, ჰესის მშენებლებს ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული, რომ წინასწარ ააოხრეს ხეობის შესასვლელი. 12. ხდის ხეობას შესასვლელში მარჯვენა მხრიდან უერთდება დაკიდული პატარა ხეობა „საწისქვილე რუვი“ , რომლიდანაც მაახლოებით 20 წლის წინ ღვარცოფი წამოვიდა და საქართველოს სამედრო გზა წაიღო, გზად ერთი შენობაც მთლიანად გაანადგურა! 13. ხდის ხეობა უამრავი ხალხის სათაყვანებელი ადგილია. ჩვენთვის ეს წმინდა ადგილად აღიქმება! მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში ინახავენ დიდი მხატვრების ტილოებს სადაც ბუნების პეიზაჟებია დახატული, ამ ნახატების გაფუჭება არავის მოუვა აზრად! ჩვენ კიდევ, ეს ულამაზესი ძეგლი გვიდგას თვალწინ და მავანის ფულის საკეთებლად უნდა გავანადგუროთ! 14. ხევში სამუშო ადგილების დეფიციტია, ამიტომაც მოსახლეობის ნაწილს ჰესების მშენებლობაზე დროებითი, მოკლევადიანი სამუშაო მისცეს. აშენების შემთხვევაშიც ადგილობრივებს დაბალანაზრაურებად სამსახურს შესთავაზებენ, მეპატრონეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და მოხევეებს კვალიფიკაციას დაუწუნებენ! ასი კაცის ორი წლის მანძილზე დასაქმება ხევისთვის არანაირი შეღავათია! 15. ჰესები კერძო კომპანიებისაა და როგორც ვიცით სახელმწიფოს ექსპლუატაციიდან 10 წლის მანძილზე, წელიწადში სამი თვე დეფიციტის დროს უნდა მიაწოდოს ელექტროენერგია ექვსნახევარ ცენტად! როცა დღეს ჩვენ დენს ბევრად იაფად ვყიდულობთ! ღირს ამის გამო ულამაზესი ხეობების გაფუჭება? ხევის უნიკალური ბუნების თვითმყობადობაში დაარწმუნა დიდმა ქართველი მეცნიერმა, მამულიშვილმა, ერისკაცმა ნიკო კეცხოველმა საბჭოეთის კრემლის მესვეურები ხელი აეღოთ დარიალი ჰესის მშენებლობაზე! ახლა როცა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, ის ტოტი არ მოვჭრათ რომელზეც ვზივართ! დაფიქრდით და უარი თქვით არაფრის მომტან ჰესების მშენებლობაზე! |
Replies
Guest |
#301 Re:2013-03-05 22:31:52mcvaneebo ragac zaan gaaktiurebulebi chanxart... xo mshvidobaa??? ha granti xom ar gamogecalat xelidan |
Guest |
#302 Re:2013-03-05 23:56:3715 sakitxi mogipikrebiat rac daakcevs kvekanas da raions... mainc kochag! 1 sakitxi sicruea geologiuri daskvnebi arsebobs rom es srulebid usaprtxoa da aravitari dashla ar ikneba... mitumetes saprtxe arc mosaxleobas da arc shenobebs ar emukrebat 2 sakitxi es gaugebari cinadadebaa da gadaxedet 3 kogoze verapers getkvit tumca es nagebob nagavsakrelis adgilas rom shendeba dagidasturebt (ise ertxel mainc ro gageprotestebinat es nagavsakreli kargi ikneboda) 4 esec tkvilia tu ambobt ro kashxali 6metris simaglisaa mashin chxeris chamonatani amoavsebs akaurobas da zed gadaivlis mdinare da stepancmindas ver gautanabrdeba imitom rom kashxalsa da stepancmindas shoris simaglis sxvaoba 50 metramdea da kashxali ki sul ragac 6metria:) 5 kuro rom gassadens sheushlis amaze rom dardobt magashia sakme! da imashi rom rusul somxurma milma unda iaros darialis micaze da kartulm ara!!!!!!!!!!! kuros gamonatanis gacmenda ki srulebit advili shesazlebelia sakmarisia morige ekskavatori sazovars araperi emukreba... sxvatashoris dges kuros xevi imsigrmea rom martla ver gadakavt sakoneli... xidi romelic ashendeba hestan ertad gamokenebuli ikneba matshoris sakonlis gadasakvanad am sazovrebze 6 punkti supta demagogiaa tergic ikneba da kacvic ar gakreba 7 kalmaxic ar gakreba hess akvs msoplio standartis tevzzsavali 8 ukomentarod 9 saintereso sakitxi camocherit diax 5 clis cin devdorakma gza caigo dges gaceuli samushaoebis shemdeg da kidev gasacevi napirsamagri samushaoebis shemdeg es agar moxdeba! da agaravin ar daigupeba da es hesi rom shendeba imitom! 10 es mkrexelobaa... 11 aaoxres sheezlo mxolod unamuso adamians daecera. am xeobashi mxolod arsebuli samankane da zemo saurme gzis agdgena gacmenda moxda. rac am xeobaze chamotvalet kvelaperi simartlea peplebis chatvlit tkvilia is rom es agar ikneba hesi shendeba xeobis boloshi an tavshi gaachnia saidan shexedavt amitom mteli es silamaze tavis sajixveebit pirvandel saxes inarcunebs da sheinarchunebs kidec hesi shendeba metormete punktshi naxsenebi saciskvile ruvis maxloblad romelic martlac damangreveli zianis momtania da es hesi am problemasac moxsnis mravali teknikuri detalidan gamomdinare magram tkven es xom ar gainteresebt... 12 gvarcopi sharshanac camovida da rom ara hesis msheneblebis mier xidis da gzis mimdebared gacmendili kalapoti kidev ertxel caigebda gzasac da xidsac da vin icis kidev ramden zians moutanda ikaurobas... 13 pulis shovna ukacravad grantis shovna rom gindat imitomaa amden gvarzls da ciliscamebas rom antxevt 14 xevis mosaxleoba exlac dasakmebulia da sanam eg hesebi iarsebebs dasakmebuli ikneba kvalipikacias rac sheexeba moxeveebi nichieri xalxia da utkvenot moaxerxeben kvalipikaciis amaglebas... xelpasic satanado eknebat da sakmec... ak mudmivad dasakmdeba 100mde moxeve rac 4000iani xevistvis sheizleba cotaa magram tkven carmoidginet arc ise... 100 kaci 100 ojaxia meti tu ara... konebis gadasaxadis saxit adgilobriv biujetshi sashualod 2 milioni sheva dges biujeti milion otxasia... eseig 3milion otxasi gaxdeba... 15 kidev itkvilebi hesis gamomushavebul mtel dens saxelmcipo kidulobs mteli clis da mteli 10 clis manzilze dges rusetidan upro zvirad vkidulobt.dges rusetidan dens 6.5 centad vkidulobt da xval da zeg bevrad gazvirdeba...
tkven tu rusetis dakvetit ar mushaobt da tu grantsac ikidan ar elodebit tavi daanebet demagogias da konkretuli da obiekturi shenishvnebi carmoadginet
|
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2578 შექმნილია: 2024-10-18
თსუ ახალგაზრდა მეცნიერების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად
2255 შექმნილია: 2024-01-25
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
მამუკა გაწერელიას გადასარჩენად!
249 შექმნილია: 2024-02-28
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
228 შექმნილია: 2024-05-29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
დაუბრუნდეს თამარ გუდავა კულტურის სამინისტროს!
47 შექმნილია: 2024-03-06
დაბრუნდეს ეშტონა დედა ენის სცენაზე
35 შექმნილია: 2024-03-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25