ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად


Guest

#276 GI ORGI

2013-02-15 13:01

ჰესები უნდა აშენდეს თან ერთი კი არა ბევრი. ამით ყაზბეგის მოსახლეობა სამუშაოს იშოვის და მეორეც ქვეყანა განვითარდება. თუ ცივილიზაცია არ გინდათ ყოფილიყავით მაშინ მაიმუნებივით ხეზე და არც მუშაობა მოგიწევდათ და არც სწავლა. 25 წლის უკან ვამბობდი რომ მწვანეებს დროშებით არ უნდა ერბინათ აფხაზეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ და დღეს აფხაზეთი ჩვენი იქნებოდა. და კიდევ ერთი ვინც განახლებად ენერგიებზე ლაპარაკობს იმან საერთოდ არ იცის თვლა და სჯობია თავი დაანებოს აქ სენტიმენტალურ გამოსვლებს და თავისი ცოდნა სხვა დარგებისდაკენ მიმართოს....

Guest

#277

2013-02-15 13:14

kompaniis xalxi ar vici vin aris. me piradad ar var cinaagmdegi.

Guest

#278

2013-02-15 13:14

მშენებლობა ყოველთვის პროგრესს და განვითარებას არ ნიშნავს. გააჩნია ამას რის ხარჯზე აკეთებ. აფხაზეთის დაკარგვა მწვანეების ბრალი ყოფილა....

Guest

#279

2013-02-15 20:48

თქვენ წარმოიდგინეთ კონკრეტული ადამიანებისგან შედგება სახელმწიფო და ამ ადამიანების ქმედება ბევრ რამეს იწვევს. მარტივი ლოგიკაა და ჯაჭვური რეაქციაა. გარემო უნდა დავიცვათ ყველამ, მაგრამ არა ისე რომ განვითარებას შევუშალოთ ხელი. საკმარისი არგუმენტები უნდა არსებობდეს ამისთვის. რაც, ჯერჯერობით, არ მოგვისმენია. რა არგუმენტებსაც ასახელებენ გარემოს დამცველები ნამდვილად არაა საკმარისი და რაც მთავარია არაპროფესიონალურია.

Guest

#280

2013-02-15 21:13

ჯერ თქვენ ის დაასაბუთეთ ამ ჰესების აშენება რომ განვითარებას ნიშნავს და შემდეგ ვიასუბროთ გარემოს დაცვით საკითხებზე.

Guest

#281

2013-02-15 21:22

მე როგორც ვხვდები არ დგას ეგრე საკითხი. დაგეგმილია აშენება. ზოგის მშენებლობა უკვე მიდის, ზოგი კიდევ უნდა აშენდეს. ეს რას ნიშნავს რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ასეთია. ანუ მას ვისაც ეკუთვნის თვლის, რომ ეს განითარებაა და საჭიროებაა ქვეყნისთვის. პირიქით გარემოს დამცველებმა უნდა დაასაბუთონ და დადონ არგუმენტები, რომ მავნეა, ან რამდენად მავნეა. გაიზომოს რა ზიანს იაყენებს და იმის მიხედვით მოხდეს არჩევა, რა ურჩევნია სახელმწიფოს?

Guest

#282 Re:

2013-02-15 21:56

#280: -

turketis moxmareba kovelcriulat 1000 megavatit matulobs ik dens kiduloben 10 centis parglebshia chven importirebul dens romelic charbad gvchirdeba 7 centad vkidulobt  kovelcliurad chveni moxmareba 10% izrdeba shedegad ra gamodis

gamodis rom ert or celicadshi denic gagvizvirdeba imitom rom motxovna regionshi katastropulad izrdeba da chven am pasadac ver vishovit imitom rom turketi bevrad mets ixdis da tanac moxmarebac bevrad metiak

da mere

rogor pikrobt es tkveni demagogia vitom bunebis sikvarultan dakavshirebit ushvelis kvekanas

mcvaneebis grantebis agebis survili ukve kvelam gaigo da kelshic amovida.


Guest

#283

2013-02-16 09:09

Mudmivad vlaparakobt axal investiciebze, qveynis ekonomikur zrdaze, karg pirobebze da saqme-saqmeze rom midgeba, ras vaketebt ?!.. Energia tu ar gamovimushavet da shida resursi ar gamoviyenet, dzalian gagvichirdeba.. Daaxloebit igivea.. Micebi ar daamushavo, mosavali ar moiyvano da mezobeli qveynebisgan iyido produqti.. Tu shegvidzlia, rom rame aq vatsarmoot da aqet gavyidot da qveyanam shemosavali miigos..amaze uari rogor unda vtqvat..gaugebaria.. Mitumetes, rodesac iset hesebzea laparaki, romelic bunebas zians praqtikulad ar ayenebs.. Ver vxvdebi, aseti "aurzauri" vis acyobs..

Guest

#284 არგუმენტები, არგუმენტები....

2013-02-16 12:46

მათთვის, ვისაც აინტერესებს და ამ დრომდე ვერ მოიძია,ასევე, მათთვის ვისაც (ეჭვი მაქვს) არც უცდია მოძიება:
http://www.greenalt.org/webmill/data/file/fact_sheet_re_Dariali_hpp_July_2012.pdf
http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/memorandumebi_da_xelshekrulebebi_analizi.pdf

Guest

#285 Re: არგუმენტები, არგუმენტები....

2013-02-16 12:46

#284: - არგუმენტები, არგუმენტები....

მეორე დოკუმენტი უფრო მოკლედ, ვისაც კითხვა ეზარება: http://www.greenalt.org/webmill/data/file/Policy_Brief.pdf


Guest

#286 Re: არგუმენტები, არგუმენტები....

2013-02-16 12:49


Guest

#287 არგუმენტები, არგუმენტები....

2013-02-16 12:55

აბა ახლა - "ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი...", თუ ბევრი ძახილის ნიშნის მოყვარული :) დადეთ თქვენი არგუმენტები :) ოღონდ არა ისეთი სიმბურდე აქამდე რასაც წერდით :)

Guest

#288 Re: არგუმენტები, არგუმენტები....

2013-02-16 15:06

#287: - არგუმენტები, არგუმენტები....

ara amdeni gishromiat da granti namdvilad gekutnit

vin ar gazlevt gvitxarit unda miuvardet da sul tkveni broshurebi urtkat tavshii

grantebi chkara

aha zaxilis nishnebic sruli bednierebistvis!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


Guest

#289

2013-02-16 17:12

:DDD

Guest

#290

2013-03-01 08:22

ჰესების მშენებლობა უნდა შეჩერდეს ყაზბეგიში, ბუნებრვ მოვლენებს შეცვლის და ასევე ფლორა მართლა საფრთხის ქვეშაა.
გამოინახოს სხვა ალტერნატივა.

Guest

#291 dato

2013-03-02 13:48

daicavit buneba tore chemi taoba ro dagadgebat tavze da ro getyvit kalmaxi raga jandabaao gewyineat da surats anaxebt aseti iyoo nu izavt amas ra nu mospobt bunebas

Guest

#292

2013-03-02 19:55

ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესები საფრთხეს უქმნის დედაბუნებას

Guest

#293 Re:

2013-03-04 21:34

#290: -

dges rusetidan eksportze shemogvak deni ...

ukve datvlilia da zapxulshic agar gvkopnis hesebis deni da gresic chartuli ikneba da rusetidanac unda shemovitanot...

es amxela antihesuri propaganda neta vis interesshia????

ikneb visganac vkidulobt imat interesshia???

 


Guest

#294 Re: Re:

2013-03-04 21:36

#293: - Re:

vinmem xom ar icis es nino sharashize gogla jvanias colia?


Guest

#295

2013-03-05 08:48

1. სათავე ნაგებობას სჭირდება ექვსი მეტრი სიმაღლის კაშხალი. თუ ეს გაკეთდება, მდ. ჩხერის და გერგეტის ხიდს შორის ადგილი დაიტბორება. როგორც გერგეტის ისე სტეფანწმინდის მხარეს ეს ადგილი გამოზიდვის კონუსია და გეოლოგიურად არამდგრადია, ნაყარი მასა წყლით გაიჟღინთება და შლას დაიწყებს რაც საშიშროებას შეუქმნის მოსახლეობას, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, გამგეობის შენობა და ა.შ.
2. კაშხალთან თერგის მიერ მოტანილი ნალექი დაგროვდება და მდინარის ჭალა საგრძნობლად მაღლა აიწევს.
3. დატბორვის შემთხვევაში გაჩნდება კოღო და სხვა ხევისთვის არადამახასიათებელი მწერები.
4. მდ. ჩხერი (თერგის არყოფნის შემთხვევაში) თავის მიერ ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაიტანს, ამოავსებს თერგის ხეობას, სტეფანწმინდის მხარესთან გაათანაბრდება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
5. მდ. ყუროს (რუსები რუქაზე ცოფიან ღელედ იხსენიებენ) ათასობით კუბური მეტრი ნაყარი მასა ჩამოაქვს. თერგის არყოფნის შემთხვევაში, ყუროდან ჩამოტანილი ინერტული მასალა თერგის ხეობას ამოავსებს, ასევე თავის სადინარ ხეობას. ყურო, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება, პირველ რიგში, ყუროს უბნის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, შემდეგ ტრანსკავკასიურ გაზსადენებს! გარდა ამისა, სტეფანწმინდის (ყოდანი, ნახერეთი) ისედაც მცირე ტერიტორიან საძოვრებს შეექმნება პრობლემა. ამ ადგილებში ჰესის მშენებლები სალექარის მოწყობას აპირებენ ე.ი. სოფელს საძოვარი აღარ ექნება.
6. დარიალის ხეობის დასაწყისში გავრცელებულია ქაცვის ბუჩქები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს (გვიან შემოდგომით ნაყოფს კრეფენ და თავს ირჩენენ). ქაცვის ბუჩქებზეა დამოკიდებული იშვიათი ფრინველები დიდი კოჭობა და წითელმუცელა ბოლოცეცხლა, რომლებიც მთელ ევროპაში მხოლოდ ყაზბეგში გვხვდება. მათ სანახავად გაზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის. ქაცვის ბუჩქებს უყვარს წყალი, თუ თერგი აღარ იქნება, არც ქაცვი იქნება, აღარც ფრინველები და აღარც ტურისტები.
7. საფრთხე ექმნება ნაკადულის კალმახს, როგორც თერგში, ისე ბროლისწყალში.
8. წყალზეა დამოკიდებული იქ მაცხოვრებელი პატარა ცხოველები, რეპტილიები და ა.შ.
9. დარიალის ხეობა: 1) დარიალიჰესის გვირაბების პორტალის ადგილი არასწორადაა შერჩეული, კერძოდ: ის პირდაპირ მდებარეობს მდ. დევდორაკის და თერგის შეერთების ადგილას. მდ. დევდორაკი სათავეს იღებს მყინვარ დევდორაკიდან. ეს მყინვარი ცნობილია კავკასიაში, როგორც ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბლა მყოფი. იგი შედის დაკიდული მყინვარების რიგში, იმპულსურია, თავის ისტორიაში რამდენჯერმე მოწყვეტილა და კატასტროფა გამოუწვევია. უდიდესი კატასტროფა მოხდა 1832 წელს, როდესაც მოწყვეტილი მყინვარი თავის ქვაღორღიანად მიახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა; ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდ. თერგი გადაკეტა სამი დღის მანძილზე, რომელიც შემდეგ გაარღვია და ვლადიკავკაზი დატბორა, აღსანიშნავია, რომ მოწყვეტილი ყინული შვიდი წლის მანძილზე დნებოდა. ხუთი წლის წინ მდ. დევდორაკმა უამრავი ნალექი ჩამოიტანა, სამხედრო გზა წაიღო და ადამიანიც დაიღუპა. თუ თერგი აღარ იქნება, დევდორაკის მიერ ჩამოტანილი ნალექიც ამოავსებს ხეობას და გზა აღარ იქნება.
10. ხდის წყლის შესართავთან შენდება ულამაზესი მონასტერი... თავად განსჯეთ სამი ჰესის ტყვეობაში მოქცეული რა სანახავი იქნება!
11. ხდის ხეობა ჯერ კიდე სსრკ-ს დროს შეყვანილი იქნა საქართველოს სსრ „წითელ წიგნში.“ ეს არის უნიკალური ხეობა თავისი სილამაზით, ლანდშაფტით, ბიომრავალფეროვნებით, რომელიც უამრავ ტურისტს და ალპინისტს იზიდავს. ამ ხეობაშია იშვიათი „რადეს ფიჭვი“, „დარეს არყი“, ა.შ. ხეობაში ქარი თითქმის არ იცის, ზაფხულობით აქ შეხვდებით უამრავი სახეობის პეპლებს. ხდის ხეობა განთქმულია თავისი საჯიხვეებით. კავკასიონის ამ ენდემს შესანიშნავი პირობები აქვს საცხოვრებლად და გასამრავლებლად. ხდის ხეობა 2012 წლამდე ინარჩუნებდა თავის პირვანდელ სახეს, სანამ ჰესების ბუმში ჩართული ხალხი არ გამოჩნდა, ჰესის მშენებლებს ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული, რომ წინასწარ ააოხრეს ხეობის შესასვლელი.
12. ხდის ხეობას შესასვლელში მარჯვენა მხრიდან უერთდება დაკიდული პატარა ხეობა „საწისქვილე რუვი“ , რომლიდანაც მაახლოებით 20 წლის წინ ღვარცოფი წამოვიდა და საქართველოს სამედრო გზა წაიღო, გზად ერთი შენობაც მთლიანად გაანადგურა!
13. ხდის ხეობა უამრავი ხალხის სათაყვანებელი ადგილია. ჩვენთვის ეს წმინდა ადგილად აღიქმება! მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში ინახავენ დიდი მხატვრების ტილოებს სადაც ბუნების პეიზაჟებია დახატული, ამ ნახატების გაფუჭება არავის მოუვა აზრად! ჩვენ კიდევ, ეს ულამაზესი ძეგლი გვიდგას თვალწინ და მავანის ფულის საკეთებლად უნდა გავანადგუროთ!
14. ხევში სამუშო ადგილების დეფიციტია, ამიტომაც მოსახლეობის ნაწილს ჰესების მშენებლობაზე დროებითი, მოკლევადიანი სამუშაო მისცეს. აშენების შემთხვევაშიც ადგილობრივებს დაბალანაზრაურებად სამსახურს შესთავაზებენ, მეპატრონეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და მოხევეებს კვალიფიკაციას დაუწუნებენ! ასი კაცის ორი წლის მანძილზე დასაქმება ხევისთვის არანაირი შეღავათია!
15. ჰესები კერძო კომპანიებისაა და როგორც ვიცით სახელმწიფოს ექსპლუატაციიდან 10 წლის მანძილზე, წელიწადში სამი თვე დეფიციტის დროს უნდა მიაწოდოს ელექტროენერგია ექვსნახევარ ცენტად! როცა დღეს ჩვენ დენს ბევრად იაფად ვყიდულობთ! ღირს ამის გამო ულამაზესი ხეობების გაფუჭება?

ხევის უნიკალური ბუნების თვითმყობადობაში დაარწმუნა დიდმა ქართველი მეცნიერმა, მამულიშვილმა, ერისკაცმა ნიკო კეცხოველმა საბჭოეთის კრემლის მესვეურები ხელი აეღოთ დარიალი ჰესის მშენებლობაზე! ახლა როცა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, ის ტოტი არ მოვჭრათ რომელზეც ვზივართ! დაფიქრდით და უარი თქვით არაფრის მომტან ჰესების მშენებლობაზე!
მაიკო

#296

2013-03-05 09:05

ყველანი ბუნების ნაწილი ვართ, იმდენს ვერ ვხვდებით რომ ბუნების განადგურებით საკუთარ თავებს ვანადგურებთ!!!!!!!!!!

Guest

#297

2013-03-05 09:10

ხევის უნიკალური ბუნების თვითმყობადობაში დაარწმუნა დიდმა ქართველი მეცნიერმა, მამულიშვილმა, ერისკაცმა ნიკო კეცხოველმა საბჭოეთის კრემლის მესვეურები ხელი აეღოთ დარიალი ჰესის მშენებლობაზე! ახლა როცა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, ის ტოტი არ მოვჭრათ რომელზეც ვზივართ! დაფიქრდით და უარი თქვით არაფრის მომტან ჰესების მშენებლობაზე!
ლელა

#298 Re: Re:

2013-03-05 09:13

#293: - Re:

ძალიან მაინტერესებს ოდნავ მაინც თუ ინტერესდებით ამ საკითხის დადებით და უარყოფითი მხარეებით!!!! და თუ გგონიათ რომ მაგ ჰესებიდან თუნდაც რაჭიდან ან სვანეთიდან 1 კვტ მაინც შენ, ქართველს მოგხმარდება თუნდაც იმ ფასად რაც ამ ეტაპზე გიჯდება იმპორტირებული, ძალიან ცდებით!!!  აგრკვევით თქვა ინვესტორმა - ხევის მოსახლეობისთვის შეღავათიანი ტარიფები არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს. რა სიკეთეს მოგიტანენ ეს ჰესები ჯერ მაგაზე მაინტერესებს თქვენი აზრი და მერე მისი უარყოფითი მხარეებიც მითხარით, თუ გნებავთ მე ჩამოგითვლით :)


Guest

#299

2013-03-05 10:08

!!

Guest

#300

2013-03-05 11:08

ყაზბეგის რაიონში ჰესების მშენებლობა ეკოლოგიურად არაფერს არ აზიანებს, თუ არ ჩავთლით იმას , რომ ელექტროენერგიის გარდა საქართველოს ყოველწლიურად დარჩება უნიკალური საამშენებლო, მილიონობით ტონა გარეცხილი სილა, რომელიც მიქონდა თერგს კასპიის ზღყაში. ცნობისათვის კაშხალი არ კეთდება, ჰესები იმუშავებს გამდინარე წყალზე, სანიტარული ნორმების დაცვით.