სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა
- პეტიცია
- განცხადებები 1
- ხელმოწერები 1 416
- განხილვა
- სტატისტიკა
- ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა
Quoted post
Guest |
#192013-03-17 21:01ვიცი თავს ისევ არაკონფორტულ მდგომარეობაში ვიყენებ, მაგრამ არ შემიძლია დამემალა ჩემი პოზიცია, ვფიქრობ, არ იქნებოდა მართებული პირველ პუნქტს, ბუნებრივია, ვიზიარებ - როცა სოლიდარობის აქციებს ვუყურებ/ვუერთდები უნებლიედ ის ადამიანები მახსენდებიან, ვისაც ასეთი ნაცნობობა არა აქვს და მათ ვერ ვეხმარებით, უნებლიედ, ორმაგი სტანდარტი გამოდის :( ანუ რარაც სისტემურადაა მოსაფიქრებელი პირველის გ, ალბათ, გულისხმობს, ისეთი ტიპის გადაუდებელი დახმარების გაწევას, რომლის მიწოდება შეუძლებელია საქართველოში და სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია პაციენტისათვის რაც შეეხება მეორე პუნქტს, პრინციპულად ვერ ვეთანხმები, რადგან სულ ცოტა 2 რამ მბიჭავს: 1. ყოველთვის იქნება ისეთი ტექნოლოგია/კომპეტენცია, რომელიც ვერ გვექნება საქართველოში და მაინც უცხოეთში მოგვიწევს გაშვება 2. თუ უცხოეთში გაგზავნილთა ხარჯი იმხელა იქნება, რომ კლინიკის გახსნა უფრო რენტაბელური იქნება, ამას ბიზნესი იგრძნობს, გახსნის და მიხედავს კიდეც. სხვა შემთხვევაში სტანდარტულ სახელმწიფოს მიერ მართვად ინსტიტუციად გადაიზრდება, სადაც იქნებიან ავტორიტეტები, რომლებიც უკმაყოფილონი იქნებიან ბიუჯეტით და მომხმარებლები კი - მიწოდებული სერვისის ხარისხით. სამწუხაროდ, საქართველოში ასეა მუდამ, მაგალითები სხვადასხვა სფეროდან უამრავია. ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა მგონია თუ არ მიწყენთ, ერთსაც შემოგთავაზებდით, ამ იდეის ინიციატორებმა და ჩვენ საზოგადოებამ ერთად შევქმნათ ეს ფონდი, გავწეროთ ფუნქციონირებისა და გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულების მექანიზმები და + სახელმწიფოსაც ვთხოვოთ ფულის ჩადება. ვფიქრობ, ამ პროცესს უფრო დაძრავდა და დარწმუნებული ვარ უფრო მოქნილი და ნაკლებად კორუმპირებულ მექანიზმს მივიღებთ. მე მზად ვარ მექანიზმების შემუშავებაში და ფანდრაიზინგში დასახმარელად (ფინანსური კონტრიბუცია ამ საქმისთვის შედარებით მცირე შემიძლია, მაგრამ ჩემი ენერგია დასაკარგი არაა :) ხელს ვაწერ, ამ შენიშვნების გათვალისწინებით პ.ს. კიდევ ერთხელ ბოდიშს მოგიხდით და იმედია თუ არ დამეთანხმებით, ძალიანაც არ "გამწირავთ" :) |
Replies
Guest |
#23 Re:2013-03-17 21:29:12საბოდიშო არაფერია. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. მით უმეტეს, მისაღებია არგუმენტაციაზე დამყარებული კრიტიკა. ამ პეტიციას არ აქვს პრეტენზია უნივერსალურობაზე და ყველა დასაბუთებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება შემდეგ ეტაპზე. ამჯერად ჩვენ არ გვინდოდა, გამოგვრჩენოდა რომელიმე ჯგუფი, რომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება. პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი მოიაზრებს ისეთი სამედიცინო დახმარების გაწევას, როგორსაც დღესდღეობით, ჯერ-ჯერობით, საქართველოში კლინიკის, ლაბორატორიების და შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის პერსონალის არქონის/არყოლის გამო ვერ უწევენ პაციენტებს. გეთანხმებით, რომ ტექნოლოგია და შესაბამისად, კომპეტენციებიც სწრაფი ტემპით იცვლება განვითარებული მსოფლიოს ნაწილში და ძნელია, დავეწიოთ და ფეხი ავუწყოთ ამ პროცესებს. მაგრამ სიძნელის გამო უარიც არ უნდა ვთქვათ. როდესღაც უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი და ეს როდესღაც შეიძლება რეალური დრო აღმოჩნდეს, თუ ამის სურვილი და მზაობა იქნება საზოგადოებაში. უფრო რეალური კონტურები რომ შეიძინოს კლინიკის იდეამ, შესაძლებელია ის ორიენტირებული იყოს ისეთ ავადმყოფობებსა და ოპერაციებზე, რომელთა მოთხოვნაც ყველაზე ხშირია და ყველაზე ხშირად რა ტიპის ოპერაციებისთვისაც მიდიან საზღვარგარეთ. ყველა სფეროს რომ ვერ გადავფარავთ, ამის ილუზია არ გვაქვს. სანამ ბიზნესი იგრძნობს კლინიკის დაარსების აუცილებლობას, საზოგადოება ყოველ დღე გრძნობს ამას ათეულობით შემთხვევის "წყალობით", რომლებიც განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ვრცელდება. დიდი მადლობა, რომ შენიშვნების მიუხედავად გვიერთდებით. როგორც აღვნიშნე, შენიშვნებს მივიღებთ. ეს ჯერ მხოლოდ უმწიფარი იდეაა, რომელსაც ძალიან ბევრი გაშალაშინება სჭირდება.
პ.ს. ჩვენ არ ვართ რაიმე ორგანიზაცია, ცნობილი თუ უცნობი. არამედ საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც თქვენ. უბრალოდ, ერთ საღამოს დავსხედით და გადავწყვიტეთ, მოქმედებაში გადაგვეტანა ის გულისტკივილი და წუხილი, რასაც ყოველ დღე განვიცდით. ჩვენს ვინაობას ხელმომწერთა შორის ნახავთ, პირველი და მეორე ხელმომწერები ვართ. |
თამუნა |
#32 Re:2013-03-18 06:02:36100% გეთანხმებით.. როგორ უნდა დავიწყოთ ეგ საქმე ოღონდ ეგ არ მესმის.. დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.. |
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს- მიმართვა სალომე ზურაბიშვილს
რამე ცვლილების სურვილი გაქვს?
ცვლილება სიჩუმით არ ხდება. ამ პეტიციის ავტორმა გამოიჩინა სიმტკიცე და იმოქმედა. იგივეს გააკეთებთ? შექმენით პეტიცია და დაიწყეთ სოციალური მოძრაობა
დაიწყე საკუთარი პეტიციამიერ დაინტერესებული სხვა პეტიციები!
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი Trikafta
2581 შექმნილია: 2024-10-18
მოვითხოვთ, შეიქმნას სააბონემენტო სისტემა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის
1003 შექმნილია: 2024-03-24
ეპილეფსიის მედიკამენტების რეგისტრაციის მოთხოვნა
767 შექმნილია: 2025-02-12
მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის
612 შექმნილია: 2024-05-15
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების განცხადება
505 შექმნილია: 2024-12-01
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის მიმართვა მმართველ გუნდს
304 შექმნილია: 2024-04-09
მოვითხოვთ მე-15 საჯარო სკოლის აღდგენას
294 შექმნილია: 2024-08-10
პეტიცია ევროპისთვის.მედიცინა.Petition for Europe. Medicine
239 შექმნილია: 2024-12-04
გაფიცვა GAHS-ში
238 შექმნილია: 2024-12-01
შეიცვალოს ფოთი თბილისის სამგზავრო ამორტიზირებული მატარებელი
229 შექმნილია: 2024-05-29
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება
121 შექმნილია: 2024-12-01
შუქნიშნის ან შემანელებელი ნიშნის გაკეთება სკოლასთან, სადაც არის საკმაოდ სახიფათო გადასასვლელი და ზებრაც მკრთალად ჩანს.
99 შექმნილია: 2025-02-17
სტუდენტების მოთხოვნები სამხატვროს აკადემიას
89 შექმნილია: 2024-05-21
სოლიდარობა ქალბატონ ქეთევან ქუთათელაძეს
81 შექმნილია: 2024-07-21
ვეტკლინიკის გახსნა წალკაში
55 შექმნილია: 2024-06-11
გაგრძელდეს ონლაინ სწავლება თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
51 შექმნილია: 2024-12-15
დაბრუნდეს ეშტონა დედა ენის სცენაზე
35 შექმნილია: 2024-03-15
თსუ-ს მე-11 კორპუსში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და დიპლომის სამართლებრივი სტატუსის აღდგენის მოთხოვნა
34 შექმნილია: 2024-12-14
ჩხორიის თეატრს ეწოდოს მურმან შეროზიას სახელობის თეატრი
22 შექმნილია: 2024-12-25
აშშ-ის საერთაშორისო განათლების პროგრამების სტიპენდიანტების განცხადება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონპროექტზე
19 შექმნილია: 2024-04-19