განცხადება გიგანტური ჰესების წინააღმდეგ

Quoted post


Guest

#65 "ქართველს"

2012-10-17 13:41

სიტყვები რომ შეარჩიო და ზრდილობას მოუხმო არ იქნებოდა ურიგო...რაც შეეხება დიდ ჰესებს: რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა??? წაკითხული გაქვს თუ არა ხუდონჰესზე ან სხვა რომელიმე ჰესზე გაფორმებული ხელშეკრულებები??? სამშობლოს მოღალატეები თქვენსკენ მოიკითხეთ....საერთოდ იმ ადგილებში ხაართ ნამყოფი??? იცით ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რა სარგებლობას ვიღებთ ამ ჰესებიდან??? ჯერ საკითხს უნდა გაეცნოთ და მერე ისაუბროთ, ასეა მიღებული...

რაც შეეხება ჰესებს: დავიწყებ ეკონომიკური საკითხებით:

1. გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ეს ჰესები განკუთვნილია ექსპორტისათვის და ინვესტორი ვალდებულებას იღებს მხოლოდ ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ზამთრის სამი თვის განმავლობაში მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას ელექტროენერგია, ხოლო ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს დროის იმ პერიოდისათვის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს. 10 წლის შემდეგ ინვესტორი თავისუფალია ბაზრის არჩევაში. --- იმედია ხვდებიტ ეს რასაც ნიშნავს, თუ ავხსნა?
- ჩვენ გვაიძულებენ ჩვენი ჰესებიდან დენი ვიყიდოთ თბოელექტროსადგურის დენის ფასად მხოლოდ 10 წლის განმავლობაში;
- 10 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ყიდვა მოგვიწევს საერთაშორისო ფასად, რადგან ვინც მეტს შესთავაზებს ინვესტორს იმას მიყიდის დენს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ჰესებიდან;
- ვინაიდან ექსპორტზე გადასახადი არ გვაქვს მიუხედავად ელექტროენერგიის ექსპორტისა საქართველოს ბიუჯეტი ვერაფერ მიიღებს;
- ბიუჯეტი ვერაფერ მიიღებს ვერც მოგების გადასახადიდან, მანამ სანამ არ მოხდება ინვესტიციების ამოღება, რაც რამდენი ათეული წელია არავინ იცის...
- ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს ქონების გადასახადს, მაგრამ ის 1% დაითვლება არა ჩადებული ინვესტიციებიდან, არამედ ჰესის საბალანსო ღირებულებიდან, რაც გაცილებით დაბალი იქნება რათქმაუნდა;
- არც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს შეღავათიან ტარიფად დენს და ა.შ.
2. საქართველომ 1 აშშ დოლარად "მიყიდა" ათასობით ჰექტარი (1500 ჰექტარი მარტო ხუდონზე გადასცეს ინვესტორს) მიწის ფართობი ინვესტორებს და აიღო ვალდებულება, რომ მომავალში თუ გადაიფიქრებს სახელმწიფო და მოუნდება ან ნაციონალიზაცია ან პროექტის შეჩერება, სახელმწიფო ვალდებულია 1 დოლარად ნაჩუქარი მიწის ფართობები საბაზრო ღირებულებით დაიბრუნოს... და იმის გათვალისწინებით რომ მოსახლეობის 90% არ აქვს რეესტრსი რეგისტრირებული ქონება, პრაქტიკულად 1 დოლარად ნაჩუქარ მიწის ნაკვეთებში მოყვა მოსახლეობის კუთვნილი მაგრამ არარეგისტრირებული ქონებაც...

გავაგრძელო???

ეკოლოგიურ საკითხებს რაც შეეხება: მარტო ხუდონჰესის გამო წყლის ქვეშ აღმოჩნდება 530 ჰექტარი, რომელშიც შედის, როგორც სოფლები ასევე ტყის მასივები (და არა ორი ბუჩქი); ნენსკრას შემთხვევაში, რომელიც მყინვარების ძირში არის პრაქტიკულად დაგეგმილი ხელუეხლებელ ადგილებში უნდა გაიჩეხოს 400 ჰექტარი ტყის მასივი, მისასვლელ გზებს აღარ ვთვლი და მათ ზემოქმედებას... ნამახვანის შემთხვევაში 930 ჰექტარი დაიტბორება, მათ შორის ბზის ტყის მასივი და სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ხომლის მთა... ნენსკრის შემთხვევაში კი რეზერვუარიდან 5 კმ-ის რადიუსში 2,3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს საშუალო წლიური ტემპერატურა, რაც პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში მყინვარების გაქრობას გამოიწვევს და სერიოზული ზემოქმედება ექნება იგივე ენგურსა თუ სხვა მდინარეებში წყლის ხარჯზე (მნიშვნელოვნად შემცირდება)....

კიდევ გავაგრძელო???

დავით ჭიპაშვილი
მწვანე ალტერნატივა

Replies


Guest

#68 Re: "ქართველს"

2012-10-17 17:33:04

#65: - "ქართველს"

თუკი ზოგიერთი პეტიციას აქვეყნებს საკითხის ყოველგვარი გაცნობის გარეშე, მე რომ კომენტარი დავწერო რა დაშავდება? პეტიციის შინაარსიდან ცხადია, რომ მისი შემდგენი არაკომპეტენტურია. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აცხადებს, რომ დიდი ჰესები ანადგურებს გარემოს, შემდეგ მოითხოვს არა ზიანის მინიმიზებას, არა საკითხის გულდასმით შესწავლას და ა.შ. არამედ, პროექტებზე საერთოდ უარის თქმას. ჩვეულებრივ მოქალაქეებს გული უნდა გაგვისკდეს და დავიწყოთ პროექტების შეჩერების მოთხოვნა.

მსგავსი უარგუმენტო ტექსტი მე-5 კლასელი ბავშვისთვისაც კი სამარცხვინო იქნებოდა.

რაც შეეხება ინვესტიციებიდან ეკონომიკურ სარგებელს (ჩემი ეკონომიკის მცირე ცოდნაც კი საკმარისია მათ დასანახად):

1) ქონების ღირებულება სწორედაც რომ მასში ჩადებული ინვესტიციის ტოლი იქნება. აქტივის ღირებულებას სწორედ მის მისაღებად გაწეული ხარჯების ჯამი წარმოადგენს. თუ ჩვენთან სხვანაირად ხდება, მაშინ საგადასახადო კოდექსის დახვეწა უნდა მოვითხოვოთ, და არა ჰესის მშენებლობის შეჩერება.

2)  ბუღალტრულად, მოგების გადასახადს მივიღებთ იმ დღიდან, როდესაც ჰესი დაიწყებს ელექტროენერგიის გაყიდვას, რადგან, როგორც ვიცით, ინვესტიციების ხარჯი ბუღალტრულად რამდენიმე წელზე ნაწილდება როგორც ცვეთის ხარჯი. შემოსავალს-ხარჯი კი რაღაც მოგება მაინც იქნება. (საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აქ არსებობს ალტერნატივა, როცა ბიზნესი ძირითად საშუალებებზე გაწეულ ინვესტიციებს პირველივე წელს გამოიქვითავს და პირველ წელს გავა უზარმაზარ ბუღალტრულ ზარალზე, მაგრამ ამ ტიპის პროექტებსთვის ეს მხოლოდ ბიზნესს თუ დააზარალებს და ბიუჯეტს არგებს, რადგან ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ინვესტიციების მხოლოდ ნაწილის გამოქვითვა მოხერხდება საერთო შემოსავლიდან, რადგან ზარალის გადატანა და გადანაწილება საგადასახადო კოდექსის მიხედვით მხოლოდ 5 წელზე შეუძლია პირს).

3) თუკი 10 წელი ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ მოგების გადასახადიდან შემოსავალს დაველოდოთ, მაშინ რატომ არის ეს დრო ცოტა როცა იმას ვითვლით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მივიღებთ ჰესისგან ელექტროენერგიას?

4) მშენებლობის განმავლობაში განხოერციელებული ინვესტიციები (ან მათი დიდი ნაწილი) მოხმარდება პირდაპირ საქართველოს ეკონომიკას: მასალების(ბეტონის, მეტალის) შესყიდვა მოხდება ქართული საწარმოებიდან, იმიტომ რომ ასე უფრო მომგებიანი იქნება მშენებლისთვის, დასაქმდება უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, ქართველები რომლებიც ჩართულნი იქნებიან პროექტში უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რის გამოყენებასაც მომავალში ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ შეძლებენ.

5) ჰესის მუშაობისას შეიქმნება სამუშაო ადგილები. 

6) მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ მომავალში მოგვიწევს ამ ჰესებისგან საბაზრო პირობებში დენის შესყიდვა, ჩვენ მაინც უპირატესობა გვექნება, რადგან ექსპორტის შემთხვევაში ჰესს მოუწევს ექსპორტის დანახარჯების გაღება, ამიტომ მისთვის უფრო მომგებიანი იქნება ცოტა დაბალ ფასად დენის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. გარდა ამისა, ჰესი რომ არ აშენდეს, ჩვენ მოგვიწევს იმპორტი ისევ და ისევ საერთაშორისო საბაზრო ფასებით + იმპორტზე დანახარჯი. თან, ვისგან უნდა შევისყიდოთ ენერგია? ისევ რუსეთისგან, მტრისგან, რომელსაც როდის რა დაარტყავს თავში და რა ფასს დაგვიწესებს არ ვიცით? 

7) მხოლოდ ზამთრის თვეებში რომაა ჰესი ვალდებული დენი მოგვყიდოს, ამაში ტრაგიკული არაფერია, რადგან ზაფხულში ისედაც საკმარისი ენერგია გვაქვს. 

8) ოდესმე ხომ უნდა შემცირდეს საქართველოს სავაჭრო დეფიციტი? ექსპორზე გატანილი პროდუქცია საქართველოს ეკონომიკას ძალიან ესაჭიროება. წყლის რესურსი კი სწორედ ისაა, რაც საქართველოს უხვად აქვს და ამის არმოხმარება დანაშაული იქნებოდა.

ახლა რაც შეეხება პროექტის უარყოფით მხარეებს:

1) თუკი ვიღაცის ქონება მართლაც 1 დოლარად გადაცემულ მიწებში მოხვდა, აქ საქმე საკუთრების უფლების დარღვევაშია, და არა ჰესების სიდიდეში. შესაბამისად, ლოგიკური რეაქცია არის რომ ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვა მოვითხოვოთ, და არა ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა.

2) ხუთი ბუჩქი უბრალოდ მაგალითი იყო, მაგრამ აზრი ერთია: აუცილებელია პროექტის შედეგად გამოწვეული დანახარჯები და და სარგებელი შედარდეს. ამას დაანგარიშება და დათვლა ჭირდება და შესაძლოა დანახარჯი მართლაც უმნიშვნელო იყოს სარგებელთან შედარებით. თბილისი რომ არ აშენებულიყო, რამდენი ჰექტარი ტყე გადარჩებოდა ამ ადგილზე ალბათ. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის ნებისმიერი ქმედება გარკვეულ ზიანს აყენებს გარემოს, და თუკი გარემოს სრულად ხელუხლებელს დავტოვებთ, მოგვიწევს კვლავ გამოქვაბულებში გადასახლება. ასეა, იმისათვის რომ რაღაც მივიღოთ, რაღაც უნდა დავთმოთ. ამიტომ, აუცილებელია დანახარჯების და ზიანის გულდასმით გათვლა და გადაწყვეტილების ისე მიღება, და არა მხოლოდ ზარალზე ( ან თუნდაც მხოლოდ სარგებელზე) ყურება.

3) ტყეების გაჩეხვას რომ ვჩივით, ტყეების არგაჩეხვის შემთხვევაში თბოსადგურების გამოყოფილი გამონაბოლქვის ზიანს ვითვლით?

არ მჯერა, რომ ყველა დიდი ჰესი  ნიშნავს გარემოს უპირობო განადგურებას და საშინელ გადაჭარბებად მიმაჩნია მთელი ეს პანიკა. მსოფლიოში უამრავი დიდი ჰესია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც ჰიდროენერგია სხვა წყაროებთან შედარებით ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა და მე, როგორც უბრალო მოქალაქეს, ატომური ენერგიის საფრთხეების შესახებ მესმის ყოველდღიურად, მესმის გამონაბოლქვის პრობლემის შესახებ, მაგრამ ვაიმე ჰიდროენერგია პლანეტას ანგრევსო, ჯერ არ მსმენია. თუკი ჰიდრო რესურსზე ვამბობთ უარს, უნდა გვქონდეს სხვა მწვანე ალტერნატივა. 

თქვენ ჩატარებული გაქვთ შესაბამისი კვლევები და შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რომ ჩამოთვლილი საფრთხეები მართლაც რეალურია?

და ბოლოს: თუკი პროექტებს მართლაც გააჩნია ის რისკები რასაც თქვენ ამბობთ, რატომ არ შეიძლება ლაპარაკი მათ მოდიფიკაციაზე იმგვარად, რომ ეს რისკები აცილებულ იქნას? რატომ არ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ პროექტები ისე, რომ არც საქართველოს ეკონომიკა გავწიროთ და არც გარემო გავანადგუროთ?

მე მართლაც არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ლოგიკური აზროვნების უნარი მაქვს და როდესაც ვისმენ ამ უაზრო პიარს სადაც დიდი ჰესების მონსტრებად და ბუებად წარმოჩენა ხდება და სადაც საუბარია მხოლოდ უარყოფით მხარეებზე, ბუნებრივად მიჩნდება პროტესტის გრძნობა და ეჭვი. მე ის მაინც მესმის, რომ ამხელა შესაძლებლობის ერთი ხელის მოსმით, ჯეროვანი განხილვის გარეშე, გადაგდება არ შეიძლება.

"არა დიდ ჰესებს, არა დიდ ჰესებს" - გაიძახით. რატომღაც თვითმიზნად დაგისახავთ რომ დიდ ჰესებზე საუბარიც კი შეწყდეს და გაჩერდეს ყველა წამოწყება და სულ ფეხებზე გკიდიათ, რა პერსპექტივებს წარმოადგენს ეს პროექტები საქართველოსთვის. ეს მაცოფებს!

თუკი მართლა შეგტკივათ საქართველოზე გული, მოითხოვეთ რომ მიუკერძოებლად, მეცნიერების მიერ მოხდეს გარემოს ზიანის შეფასება, ეკონომიკურ გათვლებში ამ ზიანის გათვალისწინება და შესაბამისი გაანგარიშების შედეგად შეირჩეს პროექტების ოპტიმალური ვარიანტები, და ნუ ცდილობთ სანაგვეზე გადაყაროთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების უდიდესი შესაძლებლობები.

P.S. ენგურს როგორი ზემოქმედება აქვს გარემოზე? დარწმუნებული ვარ, თქვენ რამდენიმე ათეული წლის წინ მის მშენებლობასაც გააპროტესტებდით.  და რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს თქვენი აზრით,  ეს ჰესი რომ არ გვქონდეს?


Guest

#70 Re: "ქართველს"

2012-11-01 15:42:48