ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

Quoted post


Guest

#34 .......

2013-02-01 22:12

რო იძახით საწმელი არაა ხევშიო, ჰესი უნდა წამოთ?! ... არც ტარიფების დაკლებას გპირდებიან და არც დასაქმებას, მოხევეებს ერთურთი არაგჭირდებათ და ჰესის მეპატრონეს რო საერთოდ არაჩი ვუნდივართ... არც საწმელს მოგვემენ, არც სამუშაოსა და ჩვენ საამაყო ბუნებასაც გაგვიბეჩავებენ ... ხდის ხეობაჩი რამდნიმე ასეული ჯიშის სამკურნალო მცენარეა ... ჰესის აშენებასა ეკოლოგიური ტურიზმი განავითარან არ სჯობიან?! ...

Replies

კახა

#36 Re: .......

2013-02-02 01:33:18

#34: - .......

ელემენტარულად გზა გაკეთდება იმ ჰესებამდე მისასვლელი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს. კიდევ ვის სჯერა იმისი, რომ ჰესების მშენებლობასა და მერე იქ მუშაობაზე თბილისიდან ჩაიყვანენ ხალხს და თვეობით იქ აცხოვრებენ. ბუნებრივია, რომ ადგილობრივები დასაქმდებიან. ისიც ბუნებრივია, რომ ყველა ადგილობრივს ვერ დაასაქმებენ, რადგანაც ეგეთი რამე ჯერ ისტორიას არ ახსოვს არსად, მთელს მსოფლიოში. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ქვეყნები ჯერ ითვისებენ ჰიდრო რესურსებს, ხოლო შემდეგ ცდილობენ რომ ალტერნატიული გზები მონახონ, რაც ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდიალურია და ყველას ერთი და იგივე გზა და ენერგიის მოპოვების პირობები არ მიესადაგება. ეს ყველაფერი იმაზე მეტ ხარჯტან არის დაკავშირებული ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვინც წინააღმდეგია, ისიც თქვას, ალტერნატიული ენერგიის რა ტიპები უნდა იყოს საქართველოში წარმოდგენილი. თუ ვცდები, გამისწორეთ, საქართველოს პირობებში ასეთ გზად ატომური რჩება. უბრალო ჰესის აშენებაზე რა ამბები ტყდება და ატომურზე რა იქნება ალბათ ადვილი წარმოსადგენია?